A ჯგუფში თბილისის "ლელომ" თანაქალაქელი "არმაზი" დიდი ანგარიშით, 40:6 დაამარცხა, "არმიამ" კი სტუმრად მოუგო "ბათუმი XV"-ს -12:6
არმაზი-ლელო 6:40

არმაზი (15-9) ჩხაიძე, პინაშვილი, მაისურაძე, კაიფაჯიანი, ა. ხუციშვილი (ბროძელი 41), კიკნაძე, მჟავანაძე. (1-8) ბუკია, სოსელია, ესართია (ჩომახაშვილი 56), ჭელიძე, ჯ. ჯიშკარიანი (ბ. ჯიშკარიანი 60), თაგაური, მინაშვილი, თიგიშვილი.

2ს: კიკნაძე.

ლელო (15-9) ყიასაშვილი (ზაალიშვილი 58), გეგენავა, თოდუა, ანდღულაძე (ხეცოიძე 70), რ. ხუციშვილი, ჭინჭარაული, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (კვერნაძე 54), ხიდეშელი (ორაგველიძე 65), პატარაია (სუჯაშვილი 32), ჭეიშვილი, აზალაძე, ქოიავა (ჭყოიძე 41), სურგულაძე (კოლელიშვილი 64), ნიკოლაიშვილი.

4ლ: გეგენავა, თოდუა, კაჭარავა, ჭყოიძე. 4გ: ყიასაშვილი, 4ს: ყიასაშვილი (3), ჭინჭარაული.

მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

გაზაფხულის ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში პლეი ოფის საგზურის მფლობელთა ვინაობა გაირკვა. A ჯგუფში თბილისის "ლელომ" თანაქალაქელი "არმაზი" დიდი ანგარიშით, 40:6 დაამარცხა, "არმიამ" კი სტუმრად მოუგო "ბათუმი XV"-ს -12:6 და მეტოქეებისთვის მიუწვდომელნი შეიქნენ. ახლა გასარკვევი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობაა. ეს კი ბოლო ტურში, "ლელოსა" და "არმიას" შორის დაპირისპირებაში დადგინდება.

ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი გამარჯვებისთვის "ლელო" მაქსიმალურად მობილიზებული გაისარჯა და მე-10 წუთისთვის უკვე 14:0-ს იგებდა.

თამაში ის იყო, დაიწყო, რომ ჯგუფის ლიდერებმა მე-2 წუთზევე ლელო გაიტანეს. შეტევა ლელოელებმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან დაიწყეს.

მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა მეტოქის ხაზი გაჭრა და ცენტრამდე ირბინა. მერე მარჯვნივ დროულად შენიშნა შუამარბი ნონო ანდღულაძე, რომელმაც შეტევაში ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი ჩართო. მან, მეტოქის ნახევარზე გადასულმა, კიდევ უფრო მარჯვნივ, კიდისკენ გარემარბ ირაკლი გეგენავას გადააწოდა, რომელმაც ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. ყიასაშვილმა ზუსტად გარდასახა - 7:0.

რვა წუთში "ლელომ" მეტოქის ჩათვლის მოედანში კიდევ ერთხელ, არანაკლებ ეფექტურად შეაღწია. მესამეხაზელმა სანდრო ქოიავამ ბურთი მოედნის ცენტრში მოიხელთა და "არმაზის" მოედნის ნახევრისკენ დაიძრა. მის შეჩერებას რამდენიმე მეტოქე ცდილობდა, თუმცა ლელოელმა თხუთმეტიოდე მეტრის გავლა მაინც შეძლო.

წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ ბურთი ხაზზე ჭინჭარაულს გაუტანა. ამან მოსხეპით მარჯვენა, გრძელ ფრთაზე შუამარბ ალექსანდრე თოდუას გადააწოდა, რომელიც ცრუ მოძრაობით ორ არმაზელს გასცდა და ლელოში შეაღწია. ყიასაშვილმა ესეც გარდასახა - 14:0.

"არმაზმა" ანგარიშის შემცირება სამ წუთში მგეზავი დავით კიკნაძის საჯარიმოთი მოახერხა - 13:14. პირველი ტაიმის დასრულებამდე 24 წუთი იყო დარჩენილი, თუმცა ავჭალის სარაგო სტადიონზე მისული ქომაგი ამაოდ ელოდა მორიგ ლელოს. "არმაზმა" კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა, რაზეც ყიასაშვილმა სამით უპასუხა და ტაიმი "ლელომ" ჩვიდმეტი ქულის სხვაობით მოიგო - 23:6.

შესვენების შემდეგ "ლელოს" პირველივე შეტევა მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებით დასრულდა. არმაზელებმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი ფეხით გამოიტანეს, რომელიც მოედნის ცენტრში გიორგი კაჭარავამ დაიჭირა. მან დროულად შენიშნა მეტოქის დაცვის ხაზში გაჩენილი ბზარი და ლელომდე 45 მეტრი ისე ირბინა, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ყიასაშვილმა გარდასახა - 30:6.

"არმაზი" ყველანაირად ცდილობდა, მეტოქისთვის პრობლემები შეექმნა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დერეფანში შესანიშნავად ირჯებდა, შერკინებაში უპირატესობას ვერაფრით მიაღწია. 53-ე წუთზე არმაზელებმა ლელოს გატანის შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან. ცხრა ნომერი გიორგი მჟავანაძე მეტოქის მოედანზე მარცხენა, მოკლე ფრთიდან გაეპარათ ლელოელებს, თუმცა ჩათვლის მოდანში შესულს ბურთი ხელიდან გაუვარდა.

"ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ბურთი ფეხით არმაზელთა მოედნის ნახევარზე გადაიტანა და ვითარება განმუხტა. მეტიც, მისმა თანაგუნდელებმა ხაზი დროულად ასწიეს და შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭყოიძემ "არმაზის" ფულბეკ ბაჩო ჩხაიძეს ბურთზე ფეხის დარტყმის საშუალება არ მისცა.

ჭყოიძემ მეტოქეს დაუფარა, ბურთი ლელოსკენ გადაგორდა, ისიც მიჰყვა და მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელო მიითვალა. ყიასაშვილმა გარდასახა - 37:6.

თამაშის დასრულებას ხუთი წუთი აკლდა, როცა ჭინჭარაულმა საჯარიმოთი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 40:6.

A ჯგუფი

ბათუმი XV-არმია 6:12, ბაგრატი-აკადემია 31:29.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლელო - 19 ქულა, 2. არმია - 18, 3. არმაზი - 8, 4. აკადემია - 5, 5. ბათუმი XV - 4, 6. ბაგრატი - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა