საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. IX ტური
28.04. ქუთაისი. ცენტრალური. 5000 მაყურებელი

ტორპედო-ზესტაფონი 2:1

1:0 კუხიანიძე (12), 1:1 გორგიაშვილი (37.აფციაურის პასით), 2:1 ფირცხალავა (90.ფანცულაიას პასით)

ტორპედო ზესტაფონი

4-4-1-1 4-4-2

მიგინეიშვილი რ. კვასხვაძე

რიგვავა ღონღაძე

გამეზარდაშვილი გ. ონიანი

კვახაძე საჯაია

გ. გურული ელიავა

დოლიძე აფციაური

დიღმელაშვილი გორგიაშვილი

გ. დათუნაიშვილი მენთეშაშვილი

თარხნიშვილი შარიქაძე

კუხიანიძე დვალი

საბანაძე ოვონიკოკო

მწვრთნელები

გ.გეგუჩაძე გ.ჭიაბრიშვილი

ტორპედო

63. კუხიანიძე - ფირცხალავა

65. დოლიძე - იოსელიანი

85. თარხნიშვილი - ფანცულაია

სათადარიგოები: ქვილითაია, შერგელაშვილი, დ.ჯანელიძე, ფარულავა

ზესტაფონი

57. ოვონიკოკო - დ.მუჯირი

61. აფციაური - შ.გრიგალაშვილი

77. შარიქაძე - ბაბუნაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, ხიდეშელი, გუგუჩია, კობახიძე

გაფრთხილება: დვალი (85), ფირცხალავა (87)

არბიტრი: გ.ვადაჭკორია

იმერული დერბის პრინციპულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, "ტორპედო"-"ზესტაფონის" დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც ფრე ორივე გუნდისთვის მიუღებელი იყო.

თამაშის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ მათმა კონკურენტებმა ("მეტალურგმა" და "დინამომ") გამარჯვება მოიპოვეს. შესაბამისად, "ზესტაფონი" ლიდერობის დაკარგვის, "ტორპედო" კი მესამე პოზიციიდან ჩამოქვეითების საფრთხის წინაშე დადგა.

გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, თამაში მართლაც საინტერესო და დრამატული გამოდგა. გია გეგუჩაძემ და გია ჭიაბრიშვილმა, რომლებიც ერთმანეთს ზედმიწევნით იცნობენ, აქცენტი შეტევაზე გააკეთეს. ორივე გუნდი აქტიურად ცდილობდა ფლანგების გამოყენებას, თუმცა, ამ მხრივ, "ტორპედო" უკეთ გამოიყურებოდა.

ფლანგის ნახევარმცველები გრიგოლ დოლიძე და თორნიკე თარხნიშვილი ბევრს მოძრაობდნენ და მეტოქის უკანახაზელებს პრობლემებს უქმნიდნენ. მათ განაპირა მცველები დათა რიგვავა და გიორგი გურულიც აქტიურად ეხმარებოდნენ.

პროდუქტიული იყო ქუთაისელთა გამოკვეთილი თავდამსხმელი ნიკა საბანაძე, რომლის ოდნავ უკან გიორგი კუხიანიძე მოქმედებდა.

პირველივე წუთზე სწორედ მათ აქტიურობას მოჰყვა სახიფათო ეპიზოდი. ზესტაფონელები ტრადიციულად მოკლე პასებითა და კომბინაციური თამაშით ცდილობდნენ მასპინძელთა კართან მიახლოებას. ქუთაისელი მცველები მათ მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა მდიდარი ტექნიკური არსენალის წყალობით სტუმრები მაინც ახერხებდნენ სახიფათო შეტევების განხორციელებას.

სტუმართა რიგებში ჩვეულად აქტიური იყო ჯაბა დვალი. სწორედ მის კარგ თამაშს მოჰყვა ზესტაფონელთა პირველი სახიფათო მომენტი. დვალმა რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და ოვონიკოკოს დროულად უპასა, რომლის დარტყმაც ქუთაისელთა კარის ბადეს გვერდიდან მოხვდა. წუთიც არ იყო გასული, რომ მასპინძლების კარისკენ ამჯერად თავად დვალმა დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

თამაში საშუალო ტემპში, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ქუთაისელებმა თავიანთი მეორე შანსი გოლად აქციეს. საბანაძემ საჯარიმოს მისადგომებთან ზაალ ელიავას აართვა ბურთი, მარჯვნიდან დოლიძე ჩართო შეტევაში, რომლის დარტყმაც ხარიხას მოხვდა; გადმოვარდნილ ბურთზე კუხიანიძემ თავით დაამატა და მასპინძლები დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ ზესტაფონელებმა უპირატესობის მოპოვება სცადეს და გაორმაგებული ძალებით შეუტიეს. სტუმრების მიერ შექმნილი მომენტებიდან ის ეპიზოდი უნდა გამოვყოთ, როცა რიგვავასა და კვახაძის შეუთანხმებელი თამაშით თორნიკე გორგიაშვილმა ვერ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ხარიხას გადააცილა. თუმცა გორგიაშვილმა შეცდომა გამოასწორა და მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. მან ზესტაფონელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ულამაზესი გოლით დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი, სანახაობრივი თვალსაზრისით, შედარებით უფერული გამოდგა. განსაკუთრებით - საწყისი 30 წუთი, როცა ბურთი, ძირითადად, მოედნის შუაგულში ტრიალებდა და სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. თუმცა მატჩს მაინც დრამატული ფინალი ჰქონდა, მაგრამ აჯობებს მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ.

მწვრთნელებმა სიტუაციის შესაცვლელად ცვლილებებს მიმართეს. ორივე გუნდი გააქტიურდა. ბოლო 15-მა წუთმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და მაყურებლებმა სახიფათო მომენტებიც იხილეს.

ზესტაფონელთა რიგებში გამოჩენილმა დავით მუჯირმა, შოთა გრიგალაშვილმა და შოთა ბაბუნაშვილმა თამაში გაამწვავეს. ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულ გრიგალაშვილს გოლის გატანის ჩინებული შანსიც ჰქონდა, როცა დვალის პასით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ცუდად დაარტყა და ომარ მიგინეიშვილმა შეძლო ბურთის მოგერიება.

იქვე ქუთაისელთა მეკარემ ზურაბ მენთეშაშვილის ძლიერი დარტყმა მოიგერია.

საბოლოოდ შეცვლებმა გეგუჩაძეს უფრო გაუმართლა. ნიკა ფირცხალავა, გივი იოსელიანი, მოგვიანებით კი გიორგი ფანცულაია თავიდანვე კარგად ჩაერთვნენ თამაშში. აღსანიშნავია იოსელიანის ჩაწოდების შემდეგ ფირცხალავას ეფექტური დარტყმა, რომელიც მცირედით ასცდა სტუმართა კარს.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი მოედნის ცენტრში ღონღაძის შეცდომის შემდეგ საბანაძის წამოწყებული კონტრშეტევა გოლით დაგვირგვინდა: საბანაძისგან ბურთი ფანცულაიამ მიიღო, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოში შეჭრილ ფირცხალავას გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც როინ კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა...

შეიძლება ითქვას, რომ "ტორპედომ" ამ მოგებით ორი კურდღელი დაიჭირა: სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაც შეინარჩუნა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლიდერობადაკარგული "ზესტაფონი" მომდევნო ტურში ქუთაისელთა უშუალო მეტოქეს, თბილისის "დინამოს" გაორმაგებული მოტივაციით დაუხვდება...

მატჩის შემდეგ

გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "რთული თამაში იყო. ვცდილობდით, რომ მატჩისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად სრულ მზადყოფნაში ვყოფილიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი რამ არ გამოგვივიდა. ჩვენ არ გვეყო ბრძოლისუნარიანობა და ხასიათის სიმტკიცე.

"ტორპედომ" გამარჯვება დაიმსახურა. სამწუხაროდ, ის ჰანდიკაპი, რომელიც გვქონდა, გავანიავეთ და მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ.

ბევრი ამბობს, რომ "ზესტაფონი" საქართველოში საუკეთესო გუნდია, მაგრამ საუკეთესო ის იქნება, ვინც ჩემპიონობას მოიპოვებს".

გია გეგუჩაძე (ტორპედო): "დრამატული და ემოციებით დატვირთული მატჩი იყო. ხასიათის სიმტკიცე ჩვენს ფეხბურთელებს უფრო აღმოაჩნდათ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

გულახდილად ვწუხვარ, რომ "ზესტაფონს" ლიდერობა დავაკარგვინეთ, მაგრამ გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სტაბილურობა რომ შევიძინოთ, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
ვასიკო თუ გახდა მეტალურგი ჩემპიონი ვნახოთ რას იზამს მერე უეფაზე.. და წინასწარ რატო გგონია რო ცუდად ითამაშებს მეტალურგი ... კიდე ერთხე ლვიტყვი მოვლენებს წინ ნუ უსწრებთ !
beqa
სტატია ედოთ ტურის წინ, ზესტამ ლიდერობის შენარჩუნებისთვის აუცილებლად უნდა მოუგოს ტორპედოსო. ანუ ყველამ იცოდა რუსთავში რაც მოხდებოდა. ახლა კიდე ლაქია სტატიებს წერენ. არც მწვადს წვავენ და არც შამფურს. ასეთი ხალხი ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჟურნალისტიკაშიც ვერ ივარგებს. დაიწყეთ მაგ ეჭვებზე ჟურნალისტური გამოძიება, რა გიშლით ხელს?
vasiko basiladze
ფედერაციაა ბინძური,მეტალურგი რა შუაშია,გავა მეტალურგი უეფაზე და აჩვენებს ყველას ქართულ ფეხბურთს წააგევს 7ით ნოლს
irakli
მოვლენებს წინ ნუ უსწრებთ რა ... თუ ზესტაფონი გახდა ჩემპიონი ხო დაიწყებთ ეგრევე სამართლიანად გახდა ჩემპიონიო .. თუ მეტალურგი გახდება ჩემპიონი მაშინ ჩაწყობილია არა ?! მოდით რა ყველამ თავის საყვარელ კლუბს უგულშემატკივროს და არ გვინდა ესეთი ლაპარაკი (ბინძური მეტალურგი და რაგაცეები რა ) ...
vasiko basiladze
ყველაფერი სირცხვილია რაც ჩვენთან ხდება,წიაბრიშვილი კარგი კაცია და ვჯერა მაინც რომ ცემპიონი ზესტაფონი გახდება,ძლიერმა მოიგოს რატომ უნდათ ზესტაფონის ჩაძირვა ვერ ვხვდები ვინცაა მაგარი მან მოიგოს,სირცხვილია და ასე მგონია აქ ფეხბურთი საერტოდ უნდა აკრძალო ფედერაცია უნდა გაყარო სახლებში,ეს რა მოიგონეს ეს რა გააკეთეს.გორს არანაირად არ ყოფნის ტორემ გახდიდნენ ჩემპიონს რა პრობლემაა
beqa
მეტალურგი წესით დინამო და ტორპედოზე უკან უნდა იყოს. ორი წრე რომ დამთავრდა, თითქმის ერთნაირი შედეგები ჰქონდათ მერანს და მეტალურგს. მერე გარიგებული თამაშებით დაწინაურდა. ძალებს ზოგავს და 3 ქულას ისე იღებს. ტორპედოს და დინამოს მეტი ქულა აქვს საერთო ჯამში დაგროვილი და წინ მეტალურგია. ესაა ფედერაციის შედევრი, რომელიც არათუ იძიებს, არამედ ხელს უწყობს გარიგებულ თამაშებს თავის უაზრო სქემებით. ფედერაციამ უნდა აგოს პასუხი. თან სამაგალითოდ.
beka
ვასიკო ძმაო ზესტაფონმა ყველაზე სამარტლიანად ითამაშა,არცერთ თამაშში არ დაუზოგავს თავი და მეტალურგივით არ ანგარიშობდა რომელი თამაში წაეგო და რომელი მოეგო რო ენერგია დაეზოგა. ითამაშეს კაცურად თასზეც და ჩემპიონატზეც ბოლომდე და ადამიანები არიან გადაიღალნენ.მე მჯერარო ჩემპიონი მაინც ზესტა გახდება.თუ მერანზე ზემოდან ზეწოლა არ მოახდინეს მაშინ მეტალურგს დაატორმუზებს ეხლა მარტვილში.
vasiko basiladze
ზესტაფონის გულშემატკივარი ვარ კარგ ფეხბურთ თამაშობს,მაგრამ რა ხდება?ალბათ ერევა ვინმე საქმეში,ამხელა უპირატესობა როგორ გაანიავა,ეს რა ჩაიდინეს,იქნება ზეწოლაა,მაგრამ თავის ფეხბურთი უნდა ითამაშოს მაინც გუნდმა,თუ არადა საერთოდ არ უნდა გავიდნენ მოედანზე,მალადეც ფედერაციას,ზესტაფონი თუ გარიგებულ თამაშს თამაშობს ძალით აგებს რაშიც მემგონი სიმართლეა უნამუსოები ყოფილან სუყველა
beka
მერე გახდება ბინძური გზით ჩემპიონი და ევროპაზე პირველივე თამაშს წააგებს ყაზახურ ან სომხურ გუნდთან.ესენი უნდა გავიდნენ და დინამო ვერა ევროპაზე?
beqa
ქულების გარდა, ასეთ დროს გუნდის დასვენება რომ შეგიძლია, უბრძოლველად რომ იგებ, რამხელა უპირატესობას ღებულობ. მოვითხოვთ ჩაწყობილი თამაშების გამოძიებას!
beka
ბექა მართალი ხარ.მეტალურგი-დილას თამაშის შედეგი მე უკვე მაშინ ვიცოდი როდესაც საუკეთესო რვიანის გამოსავლენად დილამ მეტალურგს მოუგო :). არ არის ეს მეტალურგი ცემპიონობის ღირსი.მე ამ გუნდს მერანი მირჩევნია რომელიც ბოლოზეა და თავისუფალ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მაქსიმუმ მილიონი რომ ქონდეთ ბიუჯეთი და ნორმაული მოედანი ალბათ ამ სასტავითაც სამეულში მოხვდებოდნენ.ისეკი მე ქუთაისელი ვარ და იმერულ გუნდებს ვგულშემატკივრობ.ერთი სიტყვით სიბინძურის ჭაობში ნელნელა უფრო ვიძირებით და მშველელი არ გვყავს.
beqa
ბინძურ მეტალურგს ყველა ჯობია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს