თურქეთში 10-ათასიანი ტურნირი ოქსანა კალაშნიკოვამ და სოფიო ქვაცაბაიამ მოიგეს
თურქულ ანთალიაში 10-ათასიანი ტურნირი ქართულმა წყვილმა მოიგო - ოქსანა კალაშნიკოვა და სოფიო ქვაცაბაია წყვილთა ბადეში პირველ ნომრად იყვნენ განთესილები და მათ ფავორიტობა საქმით დაამტკიცეს.

ნახევარფინალში ჩვენებურებმა ანგელინა გაბულევასა (რუსეთი) და ოფრი ლანკრის (ისრაელი) მე-4 ნომრად განთესილი დუეტი დაამარცხეს - 7:6 (5), 6:7 (1), 10:4. ფინალში ოქსანამ და სოფიომ ანა ბოგდანს (რუმინეთი) და მარია მოხს (რუსეთი) აჯობეს - 6:4, 6:4.

თითო ოქრო-ვერცხლი თბილისშიც დარჩა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დამთავრდა 12-წლამდელ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი. ბიჭების ფინალში ზურაბ ტყემალაძე და უკრაინელი პაველ შუმეიკო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

პირველი სეტი დაძაბული გამოდგა, რომელიც სტუმარმა 7:6 მოიგო. მეორე ხელიც უკრაინელის იყო - 6:4 და მთავარი პრიზიც მას ერგო. ტყემალაძეს მეორე ადგილი ხვდა. გოგონათა გადამწყვეტ პაექრობაში რუსმა დარია აფანასიევამ 6:4, 6:2 თანამემამულე ვალერია კამენსკაიას სძლია და პირველი ადგილიც დაიკავა.

წყვილთა პაექრობის ფინალში ნიკოლოზ დავლიანიძემ (საქართველო) და ბატრაზ ჩიბიროვმა (რუსეთი) უკრაინელ პაველ შუმეიკოს და თურქ ომერ ტარმანის, ასევე, ინტერნაციონალურ წყვილს აჯობეს - 6:4, 6:3. გოგონებში პირველობა არავის დაუთმეს ესტონელებმა: მაილეენ ნუუდმა და ჰეილა ლინდა სეჰმანმა ფიდანა ხალილზადე (აზერბაიჯანი) და ალინა მაზეროვა (რუსეთი) დაჯაბნეს - 6:0, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა