თბილისის "დინამოს" მეპატრონე მიიჩნევს, რომ გუნდი აუცილებლად ქართველმა უნდა გაწვრთნას
თბილისის "დინამომ" მარტვილში მისთვის უხერხულ მეტოქეს, მარტვილის "მერანს" 3:1 მოუგო, რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სამეულში მოხვედრისა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების იმედი დაიბრუნა.

მატჩის შემდეგ "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია ძალიან ბედნიერი ჩანდა და ინტერვიუ ამ ტალღაზე ჩამოვართვით.

- როგორც იქნა, გაიმარჯვეთ და აშკარად კმაყოფილი ჩანხართ...

- რა თქმა უნდა, რადგან ზედიზედ რამდენიმე შეხვედრის ფრედ დასრულება და ფინალურ რვიანში არმოგება "დინამოს" არ შეეფერებოდა. ჩვენ არ გვეკადრებოდა ის თამაში, რასაც ბოლო პერიოდში ვაჩვენებდით და ის ადგილი, რომელიც ამჟამად გვიკავია. არადა, ბიჭებს თამაში შეუძლიათ და ეს დღესაც გამოჩნდა.

- მაშინ რატომ არ თამაშობდნენ?

- ალბათ, იყო მწვრთნელთან დაკავშირებული პრობლემა. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ დღეს "დინამომ" კარგი ფეხბურთი იმ გუნდთან აჩვენა, რომელთანაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. მარტვილში თამაში ნებისმიერისთვის ძნელია. გაიხსენეთ, პირველ ეტაპზე რა დამაჯერებლად გამოიყურებოდა. იქ "ზესტაფონმა" 4:4 ითამაშა, ჩვენ კი მოვიგეთ და თანაც, შთამბეჭდავად.

კარგი თამაშისთვის მწვრთნელსა და ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო. 3 ქულის მოპოვება იმიტომაც იყო რთული, რომ მარტვილში ძალიან ცუდ მოედანზე ვითამაშეთ.

"მერანი" კარგი გუნდია, ძალიანაც მესიმპათიურება, მაგრამ მიმაჩნია, რომ უმაღლესი ლიგის ყველა მონაწილე მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამაში, უპირველესად, ხარისხიან სარბიელს ვგულისხმობ. ხომ ნახეთ, რა მოედანზე ვითამაშეთ? ბურთის დამუშავება, გაჩერება და გაგორება შეუძლებელი იყო.

საერთოდ, დროა, მოედნის ხარისხთან დაკავშირებით კრიტერიუმები გამკაცრდეს. ეს ჩვენს კლუბებსაც წაადგება, მოთამაშეთა ზრდასაც და ჩემპიონატსაც, რადგან კარგი საფარი ფეხბურთს უკეთ წარმოაჩენს და უფრო სანახაობრივს ხდის.

- სიმართლე გითხრათ, ასეთი მონდომებული დინამოელები მეორე ეტაპზე არ მახსენდება...

- ბიჭებთან ვისაუბრეთ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გამოგვივიდა. ვფიქრობ, თავადაც კარგად ხვდებიან, რას წარმოადგენს "დინამო", რომ ეს არ არის საქართველოსთვის რიგითი კლუბი და სხვებზე მეტი მოეთხოვებათ. "დინამო" ერთია, მაგრამ თითოეულს ჰყავს ოჯახი და მეგობრები.

- ამით გინდათ თქვათ, რომ ცუდი თამაშით გუნდში დარჩენას ბევრი ვერ დაიმსახურებს? არის კიდეც ინფორმაცია, თითქოს სეზონის შემდეგ "დინამოს" ბევრი დატოვებს...

- ვფიქრობ, რომ ზოგიერთმა დარჩენილ შეხვედრებშიც უნდა დაამტკიცოს, "დინამოში" დარჩენას რომ იმსახურებს.

- არის დიდი საფრთხე, რომ გუნდი ევროპის ლიგაზეც ვერ გავიდეს...

- ეს იქნება უბედურება, მაგრამ ვეცდებით, რომ სამეულში მოვხვდეთ და ევროპის ლიგა გავინაღდოთ.

- დაბოლოს, ამტკიცებენ, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია...

- (იცინის) ყველაფერი რეალურია.

- ყველაფერი რეალური როგორ არის? ვაისის კანდიდატურა განიხილეთ, მაგრამ უარი თქვით...

- (იცინის) მისი კანდიდატურაც რეალური იყო. სხვათა შორის, სამი გერმანელი მწვრთნელის კანდიდატურა შემოგვთავაზეს და მაგაზეც ვფიქრობდით. ახლა ცხადაძეზეც გადავერთეთ.

- როგორც ვიცი, პრინციპული საკითხი იყო, "დინამო" ქართველს უნდა გაეწვრთნა თუ უცხოელს და გადაწყვეტილება ქართველის სასარგებლოდ მიიღეთ, გუნდის სპეციფიკას უკეთ გაიგებსო...

- დიახ, ვფიქრობ, რომ "დინამო" ის გუნდია, რომელიც ქართველმა უნდა გაწვრთნას. ის უფრო ღრმად გაიგებს ჩვენს პრობლემებს და უკეთ მიხვდება, როგორ მოაგვაროს.

- გაიგებს თუნდაც ჩვენი ფეხბურთელების უცნაურ და სხვებისთვის გაუგებარ მენტალიტეტს?

- დიახ, სწორედ ასე მიმაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irina
უკომენტაროდ დავტოვებ ყველა იმ ადამიანის სიტყვებს ვიცნ აქ მეწინააღმდეგება,უბრალოდ მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ და ზუსტად ვიცი რაც მოხდება და რაც მოხდა.ასე რომ ნება თქვენი დატკბით ბაზით!!!
zveli gulshematkivari
irina, შენ მხოლოდ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან ლაპარაკობ. ჩასაფრებული კაცი კი ყველა ვარიანტში ბოროტია.
zaza sigu
ცხადაძისთვის კარგი იქნება ფინანსური თვალსაზრისით. ხარისხით არაფერი დიდი არ შეიცვლება, ცხადაძე არაა ტოპ კლასის მწვრთნელი ამ გადააგილებებით არაფერი არ მომხდარა იგივე შეცდომას უშევებს დინამო. irina ეს ადამიანი მართალს ამბობს რემონტის გაკეთება სხვაა და გუნდის მართვა სხვაა, რაც ვერ შეძლო ფიფიამ. თუარადა ითვალეთ მწვრთვნელები და შედეგი აგერ ბურთი და მოედანი.
negredo
irina შენ არ უნდა დატკბე ფეხბურთელები ტკბებიან იმ იმფრასტრუკტურით რაც ფიფიამ შექმნა და ეს საძირკველია ყველაფერი აქედან იწყება და შედიგიც აუცილებლად იქნება..
davit
მოდი რა ეხა არ შევეჯიბროთ ვის უფრო მეტი ნაცნობი გვყავს დინამოში,მე ფეხბურთელებიდან ვიცი რომ არ აფასებდნენ გარსიას როგორც მწვრთნელს და პატივს არ ცემდნენ,და გუნდში სადაც ფეხბურთელები მწვრთნელს პატივს არ ცემენ შედეგი არ იქნება ამიტომ სცორი გადაწყვეტილება იყო გარსიას გაშვება,და შენ თუ პირადი წყენა გაქ ფიფიასი არ ვიცი..
irina
იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ წარმოგიდგენია და იმაზე მეტი ადამიანი მყავს დინამოში ვიდრე შენ ! ეს ისე და მეორეც უსამართლობას ღმერთი არ აპატიებს ,ასე რომ დაველოდოთ და აგერ ნახავთ რაც მოხდება!
irina
და რა გავაკეთოთ ეხლა ვიაროთ დიღომში და ბაზას უყოროთ და დავტკბეთ? ვინც არ უნდა ჩამოიყვანოს ფიფიამ დინამოში,ეგ ისე უსამართლოდ მოექცა ადამიანებს,ასე მხოლოდ ფეხბურთის უცოდინარი იზამდა,რომ არაფერი არ ეშველება გუნდს და ყველა ის ადამიანი მეცოდება ვისაც მასთან მუშაობა მოუწევს !!! და ცხადაძეს სიამოვნებით გავაფრთხილებდი რომ შეცდომა არ დაუშვას და მასთან არ ჩამოვიდეს სამუშაოდ! თორემ წინამორბედების ბედს გაიზიარებს სულ მცირე დროში. და ფულით კიდე საქმეს ვერ გააკეთებ თუ ცოდნა არ გაქვს და ოდნავ მაინც არ გესმის ფეხბურთი!
davit
პროპესიონალი მწვთრნელი ის იყო ბავშვების მწვრთნელი და უბრალოდ ესეთი კვალიფიკაციის მწვთრნელი არ უნდა ჩამოეყვანათ ამაში შეცდა ფიფია..შენ არ იცი გარსიას დროს დინამოში რა ხდებოდა და იმიტომ ამბობ ბევრი ახლობელი მყავს იქ და კარგად ვიცი რაც ხდებოდა და ამიტომ ვამბობ ეს კაცი არ უნდა ჩამოეყვანათ..
gurami
irina რომან ფიფია რომ არა ვინ? ამ კაცმა დინამოსთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა,შეცდომები ყველას მოსდის,მთავარია შემდეგ გამოსწორდეს.დინამოს ფეხბურთელები არ ჰყავს და მაურინიოც რომ ჩამოუყვანო მაინც არაფერი ეშველბა სანამ ვინც ღირსია გუნდიდან არ გააგდებენ.ფიფიას ბრალი არაფერი არაა.
negredo
irina,ნამდვილა არაადეკვატურ კომენტარებს აკეთებ..რომან ფიფიამ ამ ერთ წელიწადში იმდენი გააკეთა დინამოსთვის რაც არავის არ გაუკეთებია,შენ უბრალოდ გაგივლია დიღმისკენ სადაც დინამოს ბაზააა როგორ არის გაკეთებული ნებისმიერ ევროპულ გუნდს შეშურდება..ამ კაცმა მხოლოდ ერთ წელიწადში გუნდში ჩადო 30 მილიონ დოლარზე მეტი..და შენ კიდევ ამბობ არაადეკვატურია მემგონი შენ უპრო არაადეკვატური ხარ..
negredo
რამდენათაც ვიცი რალფ რანგნიკის კანდიდატურაც განიხილებოდა,და საკმაოდ რეალურიც იყო თუმცა ფულზე ვერ შეთანხმდნენ..
irina
სანამ რომან ფიფია იქნება დინამოს სათავეში,ვერც მომავალ წელს გახდება დინამო ჩემპიონი... რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის მოსმენა! ცხადაძე სერიოზულად მეცოდება მის ხელში,არაადეკვატური და არასტაბილურია რომან ფიფია და ამიტომ უკვე ვხდები რომ ალექს გარსია ეხლა თავს ძალიან კარგად გრძნობს ასეთ ადამიანთან რომ აღარ უწევს მუშაობა !
irina
პროვინცია პროვინციად დარჩება!
irina
ეს ადამიანი დინამოს დაღუპავს !!!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს