ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველს ჰკითხეს, თავს ქართველად მიიჩნევს, თუ რუსად
საქართველოს ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველმა გია გრიგალავამ კლუბის ოფიციალურ საიტს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც თავის კარიერასა და რუსეთში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა.

ჟურნალისტმა ფეხბურთელს კითხვები მის ეროვნებაზე, ნაკრებსა და საქართველოს ჩემპიონატში მის შესაძლო თამაშის შესახებაც დაუსვა.

- გია, რუსეთში საცხოვრებლად რვა წლის ასაკში გადმოხვედი. მშობლიურ ქუთაისში გატარებული წლები გახსენდება?

- რა თქმა უნდა. ამ ქალაქში ყოველ წელს ჩავდივარ.

- რუსეთთან ადაპტაცია გაგიჭირდა?

- როდესაც ჩამოვედი, ენა საერთოდ არ ვიცოდი. ერთი წლის შემდეგ კი მეტ-ნაკლებად ვსაუბრობდი და მესმოდა რუსული.

- ორმაგი მოქალაქეობა გაქვს. თავს რუსად მიიჩნევ, თუ ქართველად?

- რუსეთის მოქალაქეობა იმიტომ მაქვს, რომ ფეხბურთის თამაში აქ დავიწყე, თორემ მე ქართველი ვარ. წარმომავლობას თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, მეგრელი ვარ, თუმცა ქუთაისში დავიბადე. განსხვავება კი მხოლოდ ისაა, რომ, მაგალითად, თუ მეგრულად ისაუბრებთ, თბილისსა და ქუთაისში ნათქვამს ვერ გაგიგებენ.

- რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაში მოასწარი ფარერების წინააღმდეგ, რომელშიც მარცხი იწვნიეთ...

- პირველსავე წუთებზე გავუშვით, შემდეგ კი კუნძულელების კარი თითქოს მოჯადოებული იყო.

- შენ წინაშე ეროვნული გუნდის არჩევის საკითხი იდგა...

- როგორც კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს, ამაზე უკვე აღარც ვფიქრობდი.

- ქართველი თავდამსხმელების შესახებ ყველას სმენია. მცველთაგან განთქმული, ალბათ, მხოლოდ კახა კალაძეა. შენი კუმირი ვინაა?

- ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება. მცველებზე თუ ვსაუბრობთ, კუმირი არ მყავს. ისე კი, პეპე მომწონს.

- პეპე?! უმეტესობა მას "ბინძურ" ფეხბურთელად მიიჩნევს...

- მგონია, რომ ასეთი შეფასება გადაჭარბებულია.

ქართველი მცველებიდან, რა თქმა უნდა, კალაძეს გამოვარჩევ.

- კარიერის დასრულების შემდეგ მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. შენთვის, როგორც სპორტსმენისთვის, მისაღებია ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

- ჩემთვის ჯერ ადრეა ამაზე დაფიქრება. საერთოდ კი, თუ ადამიანი ჭკვიანია, რატომ არ უნდა აკეთოს საზოგადოებრივი საქმე?

- ...მით უმეტეს, რომ საქართველოში საზოგადოებრივ ცხოვრებაში უამრავი ცვლილება მოხდა. რა იცვლება ფეხბურთში?

- ძალიან კარგია, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყეს. აგებენ კარგ მოედნებს. არის ვარჯიშის საშუალება და ეს ნიშნავს, რომ ახალი კარგი ფეხბურთელები გამოჩნდებიან.

- ევრო 2020-ის აზერბაიჯანთან ერთად ორგანიზება შესაძლებელი გგონიათ?

- ამის შესახებ პრესაში წავიკითხე. კარგი იქნება, თუკი ეს განხორციელდება. თუმცა ჯერ ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა.

- საქართველო რამდენადაა მზად, მსგავს ღონისძიებას უმასპინძლოს?

- თუკი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას გვანდობენ, ყველაფერი გაკეთდება. დღეს არც რუსეთშია მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის სათანადო პირობები, მაგრამ არავინ ეჭვობს, რომ ყველაფერი გაკეთდება.

- თემურ ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრებმა ბოლო შესარჩევი ციკლი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო მატჩები ჩააგდო...

- საერთო ჯამში, ნაკრები უკეთ თამაშობდა, ვიდრე წინა წლებში. იმედი მაქვს, პროგრესი გაგრძელდება.

რატომ ჩავაგდეთ შესარჩევის მეორე წრე? პასუხი მარტივია - ვერ მოვახერხეთ მეტოქეზე მეტის გატანა (ეღიმება).

- წარმოგიდგენია, რომ ოდესმე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებ?

- ალბათ, მხოლოდ კარიერის ბოლოს, თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია.

zako
ბრავო გია, ბრავო.
KOLXI1989
საღოლ მაგარი კაცია.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა