"მილანის" მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ შემდეგ სეზონშიც თავის თანამდებობაზე დარჩება
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დარწმუნებულია, რომ შემდეგ სეზონშიც თავის თანამდებობაზე დარჩება. მიუხედავად მუდმივი ხმებისა, რომ მისი მომავალი სკუდეტოს მოგებაზეა დამოკიდებული, თავად იტალიელი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მილანური კლუბის მფლობელი სილვიო ბერლუსკონი და "შავწითლების" ვიცეპრეზდენტი ადრიანო გალიანი მის შემცვლელს ეძებენ.

ალეგრიმ ისიც აღნიშნა, რომ ანდრეა პირლოს ტურინის "იუვენტუსში" გაშვებას კვლავინდებურად სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. პირლო ტურინულ კლუბში შესანიშნავად თამაშობს, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე კი მილანელები "ბებერ ქალბატონს" 3 ქულით ჩამორჩებნიან.

"მომავალ სეზონშიც "მილანის" მწვრთნელად დავრჩები. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. ცოტა ხნის წინ ბერლუსკონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს საჯაროდ უნდა თქვას.

რაც შეეხება პირლოს, ის უდიდესი მოთამაშეა, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობთ. მას სამწლიანი კონტრაქტი სურდა, ხელმძღვანელობას კი ეს არ აწყობდა. ამას გარდა, მას ახალი გამოწვევა სჭირდებოდა. "მილანში" რომ დარჩენილიყო, შესაძლოა ისეთი ფანტასტიკური თამაში ვერ ეჩვენებინა, როგორსაც "იუვენტუსში" აჩვენებს", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა