21 წლის ნიჭიერი ქართველი გელზენკირხენის "შალკეს" ფეხბურთელი აღარ არის
21 წლის ლევან ყენია გელზერკირხენის "შალკეს" ფეხბურთელი აღარ არის. ყენია ახლა გერმანიაშია. მისი ოჯახის წევრისგან შევიტყვეთ, რომ უკვე აქვს რამდენიმე ვარიანტი - ლაპარაკია გერმანულ და ფრანგულ გუნდებზე.

ყენია "შალკეში" თბილისის "ლოკომოტივიდან" მოხვდა. ასეთი ნახტომი კი მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერებს შეუძლიათ. 17 წლის ყენია უკვე იმედი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, მაგრამ...

ფეხბურთშიც გამართლება ძალიან ბევრს ნიშნავს. უტრავმო ფეხბურთელი არ არსებობს, ოღონდაც ყენიას მაშინ უმუხთლა ჯანმრთელობამ, დიდი ფეხბურთის სარბიელზე პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა.

ყენია ტრავმებმა დაამუხრუჭეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეტაპი იყო. ლევანი მალე ახალ გუნდში გადავა და ვინ იცის, იქნებ დაკარგულიც აინაზღაუროს და მთებიც გადააბრუნოს.

ის ყოველთვის თავდახრილი იყო, ვარსკვლავური ავადობა მას არ ეტყობოდა. უხაროდა, ბუნდესლიგაში რომ მოხვდა. ამბობდა, მიუნხენის "ბაიერნი" ჩემი ოცნების გუნდიაო. მერე კი მადრიდის "რეალისკენ" მიუბრუნდა გული. ყენია ყოველთვის ბავშვური გულწრფელობით პასუხობდა ინტერვიუს შეკითხვებზე. ის 16-17 წლის იყო, მაგრამ უკვე პიროვნებაც იკვეთებოდა მის ტალანტში.

ყენიას ფელიქს მაგათის ხელშიც მოუწია "შალკეში" ყოფნა. მაგათმა კი დანდობა არ იცის. მას გერმანიაში "მწვალებელი მაგათიც" კი შეარქვეს.

მახსოვს, ყენიამ რომ გვითხრა, მაგათი ტრიბუნაზე არბენა-ჩამორბენასაც კი გვავალებს მოსამზადებელი ეტაპის ვარჯიშებზეო.

ყენია კოჭის ტრავმამ შეაწუხა. მომჯობინდებოდა, ვარჯიშს დაიწყებდა და ისევ გაუმიზეზდებოდა ტერფი. ყენია არ ნებდებოდა, მაგრამ მხოლოდ შეუპოვრობა ვერ ამარცხებს სპორტსმენის ტრავმებს - საჭიროა იღბალიც.

ყენიას ძალიან საჭირო ფეხბურთელად მიიჩნევს ჩვენი ეროვნული გუნდის დამრიგებელი თემურ ქეცბაიაც. ნაკრების ბოლო მატჩში ალბანეთთან ქეცბაიამ ის გამოიძახა და რამდენიმე წუთით შეცვლაზეც ათამაშა. ეს ფსიქოლოგიური მომენტი იყო. გულშემატკივარი ყენიას გამოჩენას ოვაციით შეხვდა. თვითონ ფეხბურთელმაც იგრძნო ტრიბუნების და მოედნის მადლი, მწვრთნელის მხარდაჭერა და საყოველთაო გამხნევება.

ის ჯერ კიდევ კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობის ჟამს მოხვდა ეროვნულ გუნდში. საქართველომ შოტლანიას 2:0 რომ მოუგო, ყენიამ ჩინებულად ითამაშა. აზროვნება, ტექნიკა, მოხდენილი პასები... ყენიას თამაშის სანახავად ხალხი "ლოკომოტივის" მატჩებზე დადიოდა, თამაშს არ აცდენდა. ყენია საქართველოდან წავიდა და მას მერე ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ ჩანს.

ყენიას ამბავი სევდიანია, ოღონდაც დასასრული ჯერ არ ჰქონია. მე მაინც მგონია, რომ ის გერმანიაში დარჩება ფეხბურთის სათამაშოდ. ყენია ისეთი არ ჩანს, რომ რუსეთში ან უკრაინაში წავიდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

waska
ერთადერთ იმედად მერაბ ჟორდანია და მისი ვიტესი მგონია.
GiorgiI
კურანი რომ რუსეთში წავიდა, რამდენი წლის იყო? თანაც კურანი არასოდეს ყოფილა ნიჭიერი ან ტალანტი. იყო ერთი ჩვეულებრივი, მშრომელი ცენტრალური თავდამსხმელი. რუსეთში წალულმა წართველმა ფეხბურთელებმა რასაც მიაღწიეს, ყველა კარგად ვხედავთ.
Walkabout
მიშა არ ამცირებენ... უბრალოდ ვინც რუსეთ-უკრაინაში თამაშობენ საფეხბურთო დონით სულყველა ერთად აღებული ყენიას ნახევარიც არ არიან... ეგ მაგათი ბრალია, თვითონ ჩაიგდეს თავი ამ დღეში და მართალს წერს ჟურნალისტი, მთელ ამ სტატიაშიც ეგ ბოლო ფრაზაა ყველაზე აქტუალური და ყურადსაღები...
alex
ამ შალკეს ის ვარიანტი არ გამოუვიდეს იოზილთან რომ მოუვიდა. თურმე სუპერ ვარსვლავის პერსპექტივა ვერ დაინახეს და დღეს ალბათ მაგრა ნანობენ. უმკურნალეს ბოლო ბოლო, მომჯობინდა, ერთი წლით მაინც გაეხანგრძლივებინათ კონტრაქტი და ენახათ რა შეუძლია.
მიშა
ყენია ისეთი არ ჩანს, რომ რუსეთში ან უკრაინაში წავიდეს...ამით რუსეთ-უკრაინაში მოტამაშეებს ამცირებთ... კურანი წავიდა რუსეთში.. შალკეს ლომი იყო სწორედ
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა