საბუკმეიკერო კანტორების გათვლებით, შეფასებითა და აზრით, 2010/11 წლების სეზონის ევროპის ლიგის უმთავრესი ფავორიტი ინგლისური "მანჩესტერ სიტი" ყოფილა...

საბუკმეიკერო კანტორების გათვლებით, შეფასებითა და აზრით, 2010/11 წლების სეზონის ევროპის ლიგის უმთავრესი ფავორიტი ინგლისური "მანჩესტერ სიტი" ყოფილა.

ავტორიტეტული ბრიტანული William Hill-ის საფეხბურთო ექსპერტებმა ამ ტურნირის მოგებაზე რობერტო მანჩინის გუნდს კოეფიციენტად 6.00 დაუწესეს. "სიტის" შემდეგ კიდევ ერთი ინგლისური კლუბი მოდის – "ლივერპული" (10.00), ხოლო მომდევნო ადგილებზე ბუკმეიკერებმა "იუვენტუსი" (12.00), "სევილია" (13.00), ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო" (15.00), "ვილიარეალი" (17.00) და "პორტუ" (17.00) განალაგეს. ათეულში ასევე "ზენიტი", "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" შევიდნენ, რომელთაც ტრიუმფს კოეფიციენტად 21.00 უწერიათ.

Bwin-ი ყველაზე მაღალ შეფასებას ასევე "სიტის" შანსებს აძლევს – 6.50, თუმცა ეს გიბრალტარული ტოტალიზატორი მიიჩნევს, რომ ტურნირის მოგების უკეთესი შანსი ერთ-ერთ იმ კლუბთაგანს ექნება, რომლებიც ევროპის ლიგას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეუერთდებიან. ასეთ ვარიანტზე კოეფიციენტი 3.20-ს უდრის.

ამ კანტორამ "სიტის" მომდევნო ფავორიტები ასე განალაგა: "ატლეტიკო" (10.00), "ლივერპული" (11.00), "იუვენტუსი" (15.00), "სევილია" (17.00).

Betfair-შიც მსგავსი სიტუაციაა: "მანჩესტერ სიტი" (6.80), "ლივერპული" (12.50), "იუვენტუსი" (15.50), "ატლეტიკო" (15.50) და "პორტუ" (19.50).

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა