69 კილოში ფოთელი დავით მაკარიძისა და მასპინძელი ჯეკსონ ოსეი ბონსუს დაპირისპირება ფრედ დამთავრდა
ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში, პროფესიულ მოკრივეთა შვიდი სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა.

მათგან მხოლოდ ორი დამთავრდა ფრედ: დავით რიბაკონი (ბორჯომი) - გიორგი ბეროშვილი (გურჯაანი), ბაჩო კვარაცხელია (ვარიანი) - ზვიად გოგია (ზუგდიდი). ვარიანელმა გიორგი ნადირაძემ ახალციხელ კოტე კურტანიძეს მე-2 რაუნდში მოუგო ნოკაუტით, ხოლო მის თანაგუნდელ რამაზ გოგიჩაშვილს ბორჯომელი ლაშა სამსონაშვილის დასამარცხებლად ერთი რაუნდიც ეყო.

დანარჩენი სამი შეხვედრა კი ასე დამთავრდა: გია ათენოვი (ვარიანი) - ჯაბა კაკულია (ზუგდიდი) 40:38, გიორგი კანდელაკი (ვარიანი) - შავლეგო წამალაიძე (თბილისი) 58:59, გოჩა მჭედლიშვილი (თბილისი) - გოგიტა გორგილაძე (თბილისი) 56:60.

ქომაგთა დიდი ინტერესი გამოიწვია 22 წლის ბორჯომელი კახა ავეტისიანისა (62 კგ) და თბილისელი რუბენ მოვსესიანის ათრაუნდიანმა პაექრობამ საქართველოს ქამრისთვის.

ავეტისიანი ექვსი წელიწადია, პროფესიულ რინგზე გამოდის (მანამდე თანატოლთა შორის ოთხჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი). 40 ბრძოლიდან 23 მოიგო (მათ შორის - 7 ნოკაუტით), 16 წააგო და ერთადერთი შეხვედრა დაამთავრა ფრედ. საქართველოს ქამარი პირველად 2008 წელს მოიგო, ორი წლის შემდეგ მისი დაცვა შეძლო. 41-ე პაექრობაში კახას უპირატესობა მინიმალური იყო, თუმცა საბოლოოდ ორი ქულით გაიმარჯვა, რამაც ჩემპიონობა მოუპოვა.

კანდელაკის კრივის დარბაზის გარდა, ქართველმა ათლეტებმა ბელგიის რინგზეც იასპარეზეს. 69 კილოში ფოთელი დავით მაკარიძისა (27 შეხვედრიდან 18 მოგება, 8 წაგება, 1 ფრე) და მასპინძელი ჯეკსონ ოსეი ბონსუს (40, 5, 1) დაპირისპირება ფრედ დამთავრდა, ხოლო 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელმა გიორგი თევდორაშვილმა (10, 7, 3) ექვსრაუნდიანი პაექრობა ბელგიელ ისმაილ აბდულთან (43, 24, 2) წააგო.

ორ მაისს ჩვენებურები დონეცკში მოსინჯავენ ძალებს. 53 კილოში თბილისელი ლევან ღარიბაშვილი (6 რაუნდი) არტიომ პალაკიანს შეხვდება, 58 კილოში ბორჯომელი მიხეილ ავაკიანი (8 რაუნდი) სტანისლავ მერდოვს დაუპირისპირდება, 72 კილოში კი ვარიანელი შალვა ჯომარდაშვილი (8 რაუნდი) არტიომ რედკოს დასამარცხებლად იბრძოლებს. ჩვენებურთა სამივე მეტოქე უკრაინელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა