ჟოზე მოურინიო, პორტუგალიის მხსნელი? პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ჟოზე მოურინიოს ეროვნული გუნდის თავკაცად დანიშნავს...

პორტუგალიური გაზეთი "ლა რეკორდი" ამტკიცებს, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ჟოზე მოურინიოს ეროვნული გუნდის თავკაცად დანიშნავს... მხოლოდ ორი უახლოესი მატჩისთვის.

პორტუგალია მას შემდეგ უმწვრთნელოდაა, რაც ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უსახური სტარტისთვის კარლუშ კეირუში მოხსნეს. ახლა ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ეროვნულ ნაკრებს ამ გამოუვალ მდგომარეობაში ჟოზე მოურინიო თუ იხსნის. კეირუში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ეროვნულმა გუნდმა შინ კვიპროსის ნაკრები ვერ დაამარცხა, თანაც 4 გოლი გაუშვა და შემდეგ ნორვეგიაში წააგო. ოქტომბერში პორტუგალიის ნაკრები დანიის და ისლანდიის ნაკრებებს ეთამაშება და მოურინიოს იმედი სწორედ ამ მატჩებში აქვთ. რა თქმა უნდა, მოურინიოს "რეალიდან" წასვლას არავინ სთხოვს.

როგორც ჩანს, ყველაფერი მართლაც სერიოზულადაა. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟილბერტუ მადაილი მადრიდში ჩავიდა მოსალაპარაკებლად. მადაილს სურს მოურინიოსთან და მის აგენტ ჟორჟე მენდეშთან შეხვედრა. ცხადია, ეს უცნაური კონტრაქტი არაფრით განხორციელდება, თუკი ორივე მხარეს "რეალის" ხელმძღვანელობის ნებართვა არ ექნება.

სხვათა შორის, ფედერაციას უკვე შეგულებული ჰყავს ნაკრების მომავალი თავკაცი - პაულუ ბენტუ. იმ შემთხვევაში, თუ მოურინიო წინადადებას შორს დაიჭერს, ბენტუ ახლავე გახდება გუნდის ახალი თავკაცი, თუ არადა მას წლის ბოლოს დაამტკიცებენ თანამდებობაზე. სხვათა შორის, ბენტუს კანდიდატურას მხარი საჯაროდ მოურინიომაც დაუჭირა. "ბენფიკასა" და "სპორტინგის" ყოფილი ნახევარმცველი, 41 წლის პაულუ ბენტუ ახლა "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელია.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა