უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ნიჭიერი შემტევი სამშობლოზე უარს არ ამბობს
ირაკლი მესხია კიევის "ობოლონის" ძირითად შემადგენლობაში წელს გამოჩნდა. სპეციალისტები მის გამოსვლას დადებითად აფასებდნენ, თანაქალაქელ "არსენალთან" შეხვედრისას კი უკრაინის პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

19 წლის შემტევი ნახევარმცველით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე დაინტერესდა, ნაკრებში თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მივცემთო.

მაგრამ 25 აპრილს ირაკლი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა ნორვეგიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიწვია, სადებიუტო მატჩში კი გოლი გაიტანა.

როგორ მოხვდა უკრაინაში, რატომ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და რა გზა განვლო "ობოლონამდე", ამის შესახებ ფეხბურთელის მამა, გია მესხია გველაპარაკება:

- ჩვენ გალის რაიონის სოფელ ოქუმიდან ვართ. იქიდან ომამდე წამოვედით და თბილისში ვცხოვრობდით - ჯერ მუხიანში, შემდეგ კი ორთაჭალაში.

ირაკლი 5-იდან 8 წლამდე "ირაოში" მამუკა ფანცულაიასთან ვარჯიშობდა. ხელიდან არ გავუშვებ ამ შესაძლებლობას და მას საჯაროდ მადლობას გადავუხდი. მამუკას დამსახურებაა, ირაკლი დღეს ამ დონეზე რომ თამაშობს.

ამის შემდეგ მოსკოვში გადავედით და ირაკლი 4 წელი მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში დადიოდა.

სამწუხაროდ, ქართველების დეპორტაცია დაიწყეს და თბილისში დავბრუნდით. ირაკლი 35-ე საფეხბურთო სკოლაში გოჩა ავსაჯანიშვილთან შევიყვანე. 2 წელი ამ დიდებულ ადამიანთან და მწვრთნელთან ვარჯიშობდა, რომელთანაც ბევრი რამ შეიძინა.

სამწუხაროდ, მერე 15-წლამდელების ნაკრებთან დაკავშირებით უსიამოვნო ამბავი მოხდა. მე ის კი არ მალაპარაკებს, რომ მამა ვარ, მართლა ასე იყო - გასინჯვაზე სიცხიანი მივიდა და ამის მიუხედავად, მაინც ყველაზე კარგად გამოიყურებოდა, გოლებიც გაიტანა, მაგრამ ზედაც არ შეხედეს და აღარ გამოიძახეს.

მაშინ თავად ბავშვმა მთხოვა, წავიდეთ, მამა, აქედან, იქნებ სამართალი სხვაგან მაინც ვიპოვოთო.

14 წლის იყო, კიევის "ობოლონში" რომ შევიყვანე. გუნდის პრეზიდენტმა რამდენჯერმე ნახა მისი თამაში და 16 წლისას პრემიერლიგის გუნდთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ უკრაინის მოქალაქეობის მიღება. სხვაგვარად კლუბში არ ათამაშებდნენ.

კონტრაქტი ახლახან დაუსრულდა და კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. "ობოლონის" ძირითად შემადგენლობაში სწორედ ამის შემდეგ დააყენეს.

ინტერვიუ ირაკლი მესხიასაც ჩამოვართვით. მალე ირაკლის უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში მნიშვნელოვანი მატჩები ელის - გუნდი ელიტრაუნდში მოხვდა და ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის საგზურს ისრაელს, ირლანდიასა და პორტუგალიას შეეცილება:

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩავატარე, ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოლეგ კუზნეცოვს ელიტრაუნდზე მივყავარ. ის კარგად მიცნობს და მენდობა. ნორვეგიელებთან მატჩის შემდეგ შემაქო. კუზნეცოვი უპირატესობას იმ ფეხბურთელებს ანიჭებს, რომლებიც უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობენ.

19 მაისს ბოლო საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ, 20 მაისს კი პორტუგალიაში გავემგზავრებით.

- ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველო და უკრაინა რომ გავიდნენ და ჯგუფში მოხვდნენ, ალბათ, ეს შენთვის ყველაზე მძიმე თამაში იქნება...

- ამაზე ფიქრიც არ მინდა.

- ნორვეგიელებთან არ გამოჩენილა კიევის "დინამოს" მცველი ბადრი აქუბარდია, რომელიც უკრაინის 19-წლამდელების შეუცვლელი წევრი იყო...

- სამწუხაროდ, ბადრი დაშავდა და ელიტრაუნდში ვერ დაგვეხმარება. არადა, მართალს ბრძანებთ, ძირითადის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. ბადრი საიმედო ცენტრალური მცველია, თავდამსხმელებს მასთან თამაში ძალიან უჭირთ.

სხვათა შორის, "ობოლონის" დუბლებში თამაშობს საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" გაზრდილი დათო იაშვილი. პირდაპირ ვიტყვი, როდესაც ჩამოვიდა, დიდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ წელიწადნახევარში საოცარი პროგრესი განიცადა. საქართველოს ნაკრების თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და თუ დამიჯერებთ, ასეთი პერსპექტიული საყრდენი ნახევარმცველი საქართველოში არ მეგულება. 4 ტაიმი შეუძლია ირბინოს და ბურთსაც კარგად იმორჩილებს.

დუბლებში ვარჯიშობს ირაკლი ღერყენაშვილი, რომელსაც ახლახან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს.

სხვათა შორის, ბოლო დროს მაგრად ათამაშდა სანდრო კობახიძე. მას განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ. "არსენალთან" მატჩის შემდეგ გავიცანი. მერე აღდგომაზე ეკლესიაში ვნახე და გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელია, ძალიან გულიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. რომ იცოდეთ, ის საქართველოს უკრაინაში ძალიან ღირსეულად წარმოადგენს.

- ამ თემას ვერ ავცდებით: საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გიწვევდნენ, შენ კი უკრაინის 19-წლამდელებში ითამაშე...

- პირადად არავინ დამკავშირებია და ცხადია, მიწვევაზე არაფერი ვიცოდი. წავედი უკრაინის 19-წლამდელების შეკრებაზე, რაც ჩემს კარიერაში დიდი ნაბიჯი იყო. "ობოლონის" ადმინისტრატორმა მხოლოდ ამის შემდეგ მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებშიც მიმიწვიეს. ჩემთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

უკრაინამ ბევრი რამ შემძინა და ამ ხალხისა და ქვეყნის მადლიერი ვარ. მთავარია, კარგად თამაშობდე და ეროვნებას ყურადღებას არ აქცევენ. გულშემატკივრებმა, სპეციალისტებმა და თქვენ "ობოლონში" თამაშით გამიცანით. უკრაინის მოქალაქეობის გამო კი ორმაგი მოქალაქეობის მიღების უფლება არ გამაჩნია.

- ანუ უკრაინის სახელით გსურს თამაში?

- უკრაინის 19-წლამდელებში თამაში იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანაზე უარს ვამბობ. უბრალოდ, რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშო და გავიზარდო. მაგრამ მე ერთ კონკრეტულ მწვრთნელზე ვარ ნაწყენი და არა ჩემს ქვეყანაზე. აღარც მინდა დაკონკრეტება, ვინ იყო და რა გამიკეთა.

მთავარი ისაა, რომ ნებისმიერი ქართველის ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. მეც ვოცნებობ, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

germane
ცქიფოსთან რა უნდა და თავისი გუნდიდან "ოლიმპიდან" მაშინდელ ნაკრებში 20 დან 13 ფეხბურთელი რო ყავდა და სხვებს არც შეასუნია ეგ უნდა.
ogafa
რამდენი ახალგაზრდები ყავს გაფუჭებული ჩვენ მაგარ მწრთვნელებს ვინ იცის.
giorgi
როგორც უმეტესი ქარტველობის აგაც პულზე გაყიდული და მოღალატეა
vaxo
ხარატა , ცქიფოსგან რა გინდა ? ეგ რა შუაშია ?
xarata
დევდარიანო შენ რა გითხარი კიდევ კარგი შენს გამო გული არ აიცრუვა ბიჭმა საქართველოზე თავის დროზე გოგიაზეც ეგრე ქნეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა