18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში ქუთათურებმა "შსს აკადემია" 95:80 დაამარცხეს
18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში "ქუთაისისა“ და "შსს აკადემიის" დაპირისპირება გაიმართა, სადაც ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქე დამაჯერებლად - 95:80 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

მატჩის საწყისი წუთები სტუმართა სასარგებლოდ დაიწყო, თუმცა ქუთათურები მალევე გააქტიურდნენ და პირველი პერიოდის ბოლოს 27:22 დაწინაურდნენ.

შეხვედრის მეორე მეოთხედი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც ჩინებულად იასპარეზეს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში და ტაიმში სოლიდური სხვაობით, 60:37 იმარჯვეს.

მესამე მეოთხედი "ქუთაისმა“ კვლავ მობილიზებულად ჩაატარა და ანგარიშში სხვაობაც კიდევ უფრო გაზარდა - 84:55. "შსს აკადემიამ" დასკვნით მეოთხედში ვეღარაფერი გააწყო და მეტოქეს სერიაში - 0:1 ჩამორჩა.

"ქუთაისის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა - ნოდარ გოგოძემ 29 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო გიორგი ცირეკიძემ 12 ქულა და 16 მოხსნა. აკადემიელთა მხრიდან 27 ქულით ნუგზარ აბულაძე გამოირჩა, ხოლო 10 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შოთა გელაზონიამ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი "შსს აკადემიასა" და "ქუთაისს“ შორის 1 მაისს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება.

www.u-18.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა