მოქმედმა ჩემპიონმა "დალასმა" მეორე მატჩშიც დასანანი მარცხი იგემა და 0:2 ჩამორჩა "ოკლაჰომასთან" სერიაში
მოქმედმა ჩემპიონმა "დალასმა" მეორე მატჩშიც დასანანი მარცხი იგემა და 0:2 ჩამორჩა "ოკლაჰომასთან" სერიაში.

არადა, მეორე მეოთხედის შუაში დაფიქსირებული ანგარიში არ მიანიშნებდა იმაზე, რომ მატჩს დაძაბული ფინალი ექნებოდა. უესტბრუკის ზედიზედ ექვსი ქულის შემდეგ "ოკლაჰომას" უპირატესობა 16 ქულას შეადგენდა. მაგრამ კარლაილის შეგირდებმა ოპერატიულად იზრუნეს ინტრიგის დაბრუნებაზე და 17:4 გაქცევის წყალობით მიუახლოვდნენ მეტოქეს. დიდი შესვენებისთვის დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 20 ქულა იყო.

ამის შემდეგ გერმანელმა ვარსკვლავმა ოდნავ უკლო თამაშს და მეორე ტაიმში 11 ქულა მიითვალა, მაგრამ "დალასის" რიგებში სხვა ლიდერები გამოჩნდნენ. მაგალითად, დელონტე უესტი, რომელმაც მესამე მეოთხედში რვა ქულა დააგროვა.

თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ დელონტე საჭირო დროს აგდებდა ბურთებს - ორჯერ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კი უესტი მხოლოდ ორი წუთი გამოჩნდა მოედანზე. გადამწყვეტ მომენტში კარლაილმა მცველის სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა, რაც ოდნავ საეჭვო ნაბიჯი იყო.

მით უმეტეს, რომ უესტის ნაცვლად შემოსული ტერი უარყოფითი ნიშნით უფრო გამოირჩა. სწორედ მან დაუშვა სირენამდე 50 წამით ადრე კატასტროფული შეცდომა. "თანდერს" ორი წამი რჩებოდა ბურთის თამაშში შესატანად და სასროლად, ტერიმ კი რატომღაც დურანტზე ჯარიმა აიღო. ასეთ დარღვევას ამ მატჩში არ პატიობდნენ, რადგან გუნდები თითქმის უშეცდომოდ ესროდნენ საჯარიმოებს - მასპინძლებმა 39-იდან 37 თავისუფალი ჩააგდეს.

ტერის შეცდომა ერთადერთი არ არის, რომელიც "დალასმა" მატჩის ბოლო ორ წუთში დაუშვა. ამ ეპიზოდამდე ცოტა ხნით ადრე სამქულიანი ააცილა ნოვიცკიმ. არადა, უახლოესი მეურვე ორი-სამი მეტრის მანძილზე იმყოფებოდა.

მოგვიანებით გერმანელმა კიდევ ერთხელ ააცილა. ამიტომაც გუნდის გადარჩენა ტერიმ აიღო თავის თავზე. მის განკარგულებაში 15 წამი იყო და სამქულიანი სჭირდებოდა ანგარიშის გასათანაბრებლად. მისთვის სამწუხაროდ, კარგი სასროლი მდგომარეობა ვერ მიიღო და ორჯერ მოუხერხებელი სიტუაციიდან ისროლა და ააცილა.

ოკლაჰომა-დალასი 102:99

32:24, 25:26, 22:27, 23:22

ო: უესტბრუკი (29), დურანტი (26+10 მოხსნა), ჰარდენი (15+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), პერკინსი (13+6 მოხსნა), ფიშერი (11), კოლისონი (4), იბაკა (2), კუკი (2).

დ: ნოვიცკი (31+6 მოხსნა), მერიონი (15+8 მოხსნა), ტერი (13), უესტი (13), კიდი (10+7 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაინმი (9+5 მოხსნა), კარტერი (5+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰეივუდი (2), რაიტი (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.8/41.8), სამქულიანები (31.3/21.7), საჯარიმოები (94.9/87.5).

სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა