2-8 ივნისს ვენესუელაში გაიმართება საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც 12 ნაკრები ითამაშებს და მათგან სამი საუკეთესო მოიპოვებს ლონდონში გამგზავრების უფლებას
2016 წლის ზაფხულის თამაშების დედაქალაქში, ბრაზილიის რიო დე ჟანეიროში, ლონდონის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის წილისყრა გაიმართა.

12 გუნდი ორ ჯგუფად დაიყო:

A ჯგუფი: აშშ, საფრანგეთი, არგენტინა, ტუნისი, საკვალიფიკაციო (I), საკვალიფიკაციო (II);

B ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრალია, ბრაზილია, ჩინეთი, ბრიტანეთი, საკვალიფიკაციო (III).

შეგახსენებთ, რომ მომავალი ოლიმპიადის ყველა მონაწილე ჯერ არ არის ცნობილი. 2-8 ივნისს ვენესუელაში გაიმართება საკვალიფიკაცია ტურნირი, რომელშიც 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას (საბერძნეთი, პუერტო რიკო, იორდანია, ნიგერია, ლიტვა, ვენესუელა, რუსეთი, დომინიკის რესპუბლიკა, კორეა, ანგოლა, ახალი ზელანდია, მაკედონია) და მათგან სამი საუკეთესო მოიპოვებს ლონდონში გამგზავრების უფლებას.

რიო დე ჟანეიროში ქალთა ტურნირის წილისყრაც შედგა და აქაც 12 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა:

A ჯგუფი: აშშ, ჩინეთი, ანგოლა, საკვალიფიკაციო (I), საკვალიფიკაციო (II), საკვალიფიკაციო (IV);

B ჯგუფი: ავსტრალია, ბრაზილია, რუსეთი, ბრიტანეთი, საკვალიფიკაციო (III), საკვალიფიკაციო (V).

ქალებს შორის საკვალიფიკაციო ტურნირი თურქეთში 25 ივნისიდან პირველ ივლისამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ – თურქეთი, იაპონია, პუერტო რიკო, ჩეხეთი, ახალი ზელანდია, არგენტინა, ხორვატია, კორეა, მოზამბიკი, საფრანგეთი, მალი და კანადა. ისინი ლონდონის ხუთ საგზურს გაითამაშებენ.

ამასობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა დარწმუნებით განაცხადა იმის შესახებ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ 23 წლამდე კალათბურთელები უნდა თამაშობდნენ.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პირადი აზრი ასეთია: ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მაგალითი ფეხბურთისგან უნდა ავიღოთ და მონაწილეებისთვის ასაკზე შეზღუდვა უნდა დავაწესოთ. ვფიქრობ, ღირს ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის მხოლოდ 23 წლამდე კალათბურთელები დავუშვათ", - ამბობს სტერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა