პენზაში, მსოფლიოს თასის ეტაპზე, ჩვენმა გოგონებმა გუნდურში 102,350 ქულით ბელარუსებს გაუსწრეს და მეორე ადგილზე გავიდნენ
ამას წინათ იტალიურ პეზაროში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა მსოფლიოს თასის ეტაპზე იუნიორთა შორის ქართველმა სპორტსმენებმა - გაბრიელა ხვედელიძემ, სოფიო ფარულავამ და სალომე ფაჟავამ გუნდურში რუსებისა და ბელარუსების შემდეგ მესამე ადგილი დაიკავეს, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში კი ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პენზაში (რუსეთი), მსგავს შეჯიბრებაზე, სადაც 23 ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს, ჩვენმა გოგონებმა ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენეს. გუნდურში მათ 102,350 ქულით ბელარუსებს (101,450) გაუსწრეს და მეორე ადგილზე გავიდნენ.

პირველობა 107,125 ქულით რუსებს ხვდათ. ცალკეული საგნებით თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრის წარმომადგენელმა გაბრიელა ხვედელიძემ (მწვრთნელი ბელა კობალაძე) რგოლით და გურზებით ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

მის თანაგუნდელ სოფიო ფარულავას (მწვრთნელი ლუბა სერგოვანცევა) და ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის სასპორტო კლუბ "გრაციის" წევრ სალომე ფაჟავას (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე, ინგა სააკაშვილი), შესაბამისად, ბურთითა და ბაფთით ვარჯიშებში ბრინჯაოები ერგოთ.

კვარცხლბეკი

რგოლი. 1 იულია ბრავიკოვა (რუსეთი, 26.400), 2. გაბრიელა ხვედელიძე (25.400), 3. ელენა ბოლოტინა (ბელარუსი, 24.950).

ბურთი. 1. იანა კუდრიავცევა (რუსეთი, 27.450), 2. ალია ასიმოვა (ყაზახეთი, 25.500), 3. სოფიო ფარულავა (25.450).

გურზები. 1. იულია სინიცინა (რუსეთი, 26.625), 2. გაბრიელა ხვედელიძე (25.950), 3. ეკატერინა ვოლკოვა (ფინეთი, 25.200).

ბაფთა. 1. ალექსანდრა სოლდატოვა (რუსეთი, 26.875), 2. კატსიარინა ჰალკინა (ბელარუსი, 26.500), 3. სალომე ფაჟავა (25.550).

იუნიორთა მრავალჭიდში ძალებს სცდიდა ელვირა ზუკაკიშვილი, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინათ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. 100.325 ქულით მან მე-4 ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. არინა ჩაროპა (ბელარუსი, 110.700), 2. დარია სვატკოვსკაია (რუსეთი, 110.625), 3. მაფტუნა შამსოევა (უზბეკეთი, 102.000).

პენზაში უფროსებიც იბრძოდნენ მედლებისთვის (საქართველოს აქ წარმომადგენელი არ ჰყავდა). მასპინძლებმა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ირინა ვინერის ხელმძღვანელობით, უძლიერესი ტანმოვარჯიშეები გამოიყვანეს ხალიჩაზე. შეუდარებელი იყო ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი რუსი დარია კონდაკოვა (115.875).

მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი დარია დმიტრიევა გავიდა (113.525), ბრინჯაოს მედალი კი აზერბაიჯანელ ალია გარაიევას (112.750) ერგო.

ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშეების წარმატება და წინსვლა ორმაგად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რადგან წინ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის. 11-12 მაისს ისინი თბილისის თასზე უცხოელებს გაუწევენ კონკურენციას, ხოლო ივნისის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა