18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ განმეორებით მატჩში "რუსთავმა" "ჰიუნდაი" 81:66 დაამარცხა
18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური განმეორებითი მატჩი შედგა აკადემიის საკალათბურთო დარბაზში, სადაც ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და რუსთავის გუნდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა "რუსთავის" მოგებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დამაჯერებლად, 81:66 დაამარცხა, სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალური საგზური მოიპოვა.

რუსთაველებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და პირველ ტაიმში სოლიდური სხვაობით, 40:26 დაწინაურდნენ. ქვემოქართლელები მესამე მეოთხედში კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ, მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს და მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს - 67:39.

დასკვნით მეოთხედში რუსთაველები კვლავ ჩინებულად გაისარჯნენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

"ჰიუნდაის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლით, 29 ქულითა და 10 მოხსნით თავი სანდრო ბოლქვაძემ გამოიჩია, ხოლო რუსთავის რიგებში 22 ქულით საუკეთესო გიორგი დვალი იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა დვალის თანაგუნდელმა ლევან ურიდიამ, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა და 16 მოხსნაა.

მატჩის შემდეგ

ირაკლი მებურიშვილი (რუსთავის მწვრთნელი): "გავაანალიზეთ წინა თამაშის შეცდომები და დღევანდელ მატჩში ჩვენი ხარვეზები გამოვასწორეთ. სასურველ შედეგს დაცვაში და თავდასხმაში მეტად მობილიზებული და თავდაჯერებული თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს.

დიდი გავლენა ჰქონდა გიორგი დვალისა და ერეკლე ლორთქიფანიძის შორეულ ტყორცნებსაც. "რუსთავი", ძირითადად, 1995 წელს დაბადებული ბავშვებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან იყოჩაღეს და ფინალამდე მივიდნენ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ფინალი ძალიან დაძაბული და რთული იქნება, მაგრამ ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, მას ძალიან დადებითად შევაფასებდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალი არ უნდა გრძელდებოდეს ერთ მოგებამდე. ამის გამო ძალიან კარგი გუნდები დაიჩაგრნენ, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს - მაგალითად, "სოხუმი" და "აკადემია". ვფიქრობ, მეოთხედფინალში გუნდებს აუცილებლად უნდა მიეცეთ შანსი და უძლიერესი გამოვლინდეს".

ნიკო ჩერქეზიშვილი (ჰიუნდაის მწვრთნელი): "ბოლო რამდენიმე მატჩში ძალიან დაუძლურებულნი ვართ და არც სათადარიგო სკამი გვიწყობს ხელს. მეტოქემ ტემპით გვაჯობა. ვერცერთხელ მოვახერხეთ მათი გასწრება. ოთხივე პერიოდში ზონური დაცვა ითამაშეს და წინა შეხვედრის მსგავსად, ვერაფერი გავაწყვეთ. სამწუხაროდ, საფინალოდ მზად არ ვიყავით.

რაც შეეხება წლევანდელ ჩემპიონატს, ვთვლი, რომ სუპერლიგის დამსახურებით, წელს გაცილებით უკეთესი გუნდები ჩამოყალიბდა, მაგრამ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ვერ გავედით და მასში აქტიურად არ ჩავერთეთ, ვერ შევძლებთ კალათბურთში მოწინავე ქვეყნების დაწევას.

მიმაჩნია, რომ ასაკობრივი ჩემპიონატი სუპერლიგის დონეზე უნდა იდგეს და ბავშვთა კალათბურთის განვითარებას მაქსიმალური ყურადღება მიექცეს".

www.u-18.ge

irakli
რუსთავი ჩემპიოოოოოონნნნნნნნნნ !
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა