იტალიის ქალაქ მესტრეში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია. ორი ქართველიდან მეორე წრეში მხოლოდ მაკა ჩახნაშვილმა გააღწია, თუმცა...

იტალიის ქალაქ მესტრეში გრძელდება "ტროფეიო კაზინო დი ვენეციას" საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია. ორი ქართველიდან მეორე წრეში მხოლოდ მაკა ჩახნაშვილმა (235) გააღწია, თუმცა მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ ლუსი ჰრადეჩკასთან (119) ვერაფერი გააწყო - 4:6, 2:6. წყვილთა ბადეში ოქსანა კალაშნიკოვასა (191) და იულია შრუპის (გერმანია) დუეტმა მეოთხედფინალში წააგო ბელარუსულ-ჰოლანდიურ (იაკიმოვა, რუსი) წყვილთან - 3:6, 6:4, 7:10 და ამით ქართველთათვის მესტრეს ტურნირი დასრულდა.

სოფიაში (100 ათასი დოლარი) თათია მიქაძისა (281) და კაგლა ბუიუქაგჩაის (თურქეთი) წყვილმა მეოთხედფინალში წააგო ივონ მოიზბურგერთან (ავსტრია) და აურელ ვედისთან (საფრანგეთი) - 1:6, 1:6.

ირანის ქალაქ ისფაჰანში მე-17 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის. მასში მონაწილეობა ორმა ჩვენებურმა მიიღო. 15 წლის მიხეილ ხმიადაშვილმა (1409) დაბალი რეიტინგის გამო ბრძოლა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, თუმცა იქ უპრობლემოდ იმარჯვა (მასიარ დაბაღთან - 6:0, 6:0; საიედ ტავაკოლისთან - 6:0, 6:0 და ამირ ტაბატაბაიანთან - 6:1, 1:0). ძირითად ბადეში ის თანამემამულე დავით ხუბუას შეუერთდა. პირველ წრეში ხმიადაშვილმა მასპინძელ კიანოშ ფახარზადეს იოლად მოუგო - 6:1, 6:1. დავით ხუბუამ მოუგო ჰოომან ჰაჯი ტაჰერის - 6:0, 6:1. მეორე წრეში მან "მშრალად" წააგო პირველ ნომრად განთესილ კიარაშ სურისთან (575) - 0:6, 0:6, ხმიადაშვილმა კი მე-7 ნომრად განთესილ შაიან ჰადადს მოუგო - 6:1, 6:1. მეოთხედფინალში ჩვენებურმა ერთი სეტი მე-2 ნომრად განთესილ ჰამიდ რეზა ნადაფსაც მოუგო, მაგრამ შემდეგ ირანელის უპირატესობა აშკარა იყო - 6:4, 0:6, 0:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა