კატალონიურ გრანდს სეზონში, საშუალოდ, ერთი სპორტსმენის შენახვა 8,7 მილიონი დოლარი უჯდება

ჟურნალ ESPN-ის სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა სპორტული გუნდების სახელფასო ფონდები და დაადგინა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტ ხელფასს ახლა "ბარსელონა" გასცემს.

კატალონიურ გრანდს, საშუალოდ, ერთი სპორტსმენის შენახვა 8,7 მილიონი დოლარი უჯდება სეზონში. კვლევაში სპორტის 7 სახეობის, 10 ქვეყნის, 14 ლიგის 278 გუნდი მოხვდა, რომლებშიც დასაქმებულია 7 925 ათლეტი. მათი ჯამური ხელფასი 15,7 მილიარდი დოლარია!

მეორე ადგილზეც საფეხბურთო კლუბია, თანაც "ბარსას" უშუალო კონკურენტი - მადრიდის "რეალი". "რეალში" ფეხბურთელის საშუალო შემოსავალი (ხელფასი და ჰონორარი) სეზონში, საშუალოდ, 7,8 მილიონი დოლარია.

"რეალი" და "ბარსელონა" მსოფლიოს ორი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო გუნდია. ამიტომაც სულაც არ არის საკვირველი, რომ ეს ორი კლუბი ლიდერობს მთელ მსოფლიოში", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, "სპორტინგ ინტელიჯენსის" რედაქტორი ნიკ ჰარისი.

"ბარსელონას" და "რეალის" გარდა, მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად კლუბში კიდევ ხუთია საფეხბურთო, რაც სპორტის ამ სახეობის მზარდ პოპულარულობაზე მეტყველებს მთელ მსოფლიოში.

სამეულს ინგლისური "მანჩესტერ სიტი" ასრულებს. მეოთხე ადგილზეც საფეხბურთო გუნდია - "ჩელსი". ათეულში მოხვდნენ აგრეთვე "მილანი" (მე-7 ადგილი), "ბაიერნი" (მე-8) და "ინტერი" (მე-10).

ათეულში მხოლოდ სამი არასაფეხბურთო კლუბია (შარშან ასეთი 5 იყო): "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" (კალათბურთი, მე-5 ადგილი), "ნიუ იორკ იანკისი" (ბეისბოლი, მე-6) და "ფილადელფია ფილისი" (ბეისბოლი, მე-9).

TOP-20

კლუბი სპორტი ლიგა კვირის საშ. ხელფასი

1. ბარსელონა ფეხბურთი ლა ლიგა §166,934

2. რეალი ფეხბურთი ლა ლიგა §149,935

3. მანჩ. სიტი ფეხბურთი პრემიერლიგა §142,380

4. ჩელსი ფეხბურთი პრემიერლიგა §130,690

5. ლეიკერსი კალათბურთი NBA §120,732

6. იანკისი ბეისბოლი MLB §118,968

7. მილანი ფეხბურთი სერია A §117,399

8. ბაიერნი ფეხბურთი ბუნდესლიგა §113,609

9. ფილადელფია ბეისბოლი MLB §111,884

10. ინტერი ფეხბურთი სერია A §109,633

11. მან. იუნაიტედი ფეხბურთი პრემიერლიგა §106,181

12. სპურსი კალათბურთი NBA §104,810

13. ეინჯელსი ბეისბოლი MLB §102,444

14. ბულზი კალათბურთი NBA §102,386

15. სელტიკსი კალათბურთი NBA §102,335

16. არსენალი ფეხბურთი პრემიერლიგა §101,541

17. ჰითი კალათბურთი NBA §101,186

18. ლივერპული ფეხბურთი პრემიერლიგა §100,587

19. რედ სოქსი ბეისბოლი MLB §97,956

20. გრიზლისი კალათბურთი NBA §96,495

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა