რაკი "ბაიერნს" ჟირუ ურჩევნია, კლაუდიო "მიონხენგლადბახზე" დაფიქრდა
თითქმის გადაწყვეტილ ტრანსფერს ჩაშლის საფრთხე ემუქრება: დიდი შანსია, რომ "ვერდერის" 33 წლის თავდამსხმელი კლაუდიო პისარო მიუნხენის "ბაიერნში" არ გადავიდეს! მიზეზი ის არის, რომ ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები ფრანგ ცენტრფორვარდ ოლივიე ჟირუს ანიჭებენ უპირატესობას და თუ ამ უკანასკნელს გადაიბირებენ, "ბაიერნს" პისარო აღარ დასჭირდება.

გაზეთ "კიოლნერ ექსპრესის" ცნობით, პისაროს მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შეფებმა დაუმიზნეს.

ხსენებული გამოცემა იტყობინება, რომ "გლადბახი" მზადაა, პისაროს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს და ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიაც მისცეს. ეს ვეტერანი პერუელი გოლეადორისთვის მართლაც იდეალური ვარიანტია, რადგან "გლადბახი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, პისარო კი სწორედ ამაზე ოცნებობდა.

ამრიგად, თუ "ბაიერნმა" "მონპელიეს" 25 წლის ფორვარდ ჟირუს ხელში ჩაგდება შეძლო, პისაროს, ალბათ, "გლადბახში" ვიხილავთ.

მარკო როისის (დორტმუნდში მიდის), რომან ნოიშტედტერისა (შალკე) და დანტეს (ბაიერნი) ტრანსფერებიდან "გლადბახი" დაახლოებით 25 მილიონ ევროს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიონხენგლადბახელებს პისაროს ხელფასის დაფინანსება შეუძლიათ.

ამასობაში კლაუდიომ ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რომ შაბათს, ბუნდესლიგის ბოლო ტურში, ვერ ითამაშოს. შესაბამისად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პისაროს "ვერდერის" ფორმით ვეღარასოდეს ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა