ჰენდრი მაგუაირმა პირველ ორ რაუნდში გაანადგურა თავისი მოწინააღმდეგეები, მეოთხედფინალში კი საპირისპირო სურათი ვიხილეთ
მეოთხედფინალური წყვილებიდან ორი დუელი გამორჩეული იყო: შოტლანდიური დერბი სტივენ მაგუაირსა და მის სეხნია ჰენდრის შორის; აგრეთვე მატჩი რონი ო’სალივანსა და ნილ რობერტსონს შორის, რომელიც ბევრმა წინასწარ ფინალად მონათლა. მართლაც, შანსი იმისა, რომ ჩემპიონი ამ წყვილში გაირკვევა, მართლაც მაღალია და ის 25 პროცენტზე მეტს უდრის.

მაგრამ მანამდე ჰენდრის ფიასკოსა და მის მეტად ნაღვლიან გადაწყვეტილებაზე უნდა ვთქვათ. შოტლანდიელმა პირველ ორ რაუნდში გაანადგურა თავისი მოწინააღმდეგეები, მეოთხედფინალში კი საპირისპირო სურათი ვიხილეთ.

მაგუაირი, რომელიც ჰენდრიზე 12 წლით უმცროსია, აღიარებს, რომ ჰენდრი მისთვის ყოველთვის კერპი იყო და თავის სეხნიაზე დაკვირვებით სწავლობდა სნუკერს. მართლაც, მისი თამაშის სტილი ჰგავს ჰენდრის სტილს - მკაცრი, კლასიკური სნუკერი ყოველგვარი რისკიანი გადაწყვეტილების გარეშე.

მაგუაირმა უკეთ დაიწყო შეხვედრა, მაგრამ მის მეტოქეს 0:2-ზე მატჩში შესვლის კარგი შანსი გაუჩნდა - სამწუხაროდ, ჰენდრი ბოლოს ვარდისფერ ბურთზე შეცდა.

შესაძლოა, ეს ფრეიმი გახდა გადამწყვეტი, რადგან ჰენდრის ასეთი შანსი დიდი ხანი აღარ მიეცა. მაგუაირი მშვიდად ატარებდა სერიებს, მისი მეტოქე კი ყოველ მეხუთე ბურთზე შეცდომას უშვებდა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მხოლოდ 0:6-ზე მოიგო პირველი ფრეიმი, მაგრამ მისი სარკასტული ღიმილით ჩანდა, რომ სტივენს არანაირი შანსი არ გააჩნდა. მისმა მოწინააღმდეგემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და თითქმის წინააღმდეგობის გარეშე მოიგო ორ სესიაში - 13:2.

ასეთი განადგურების მიუხედავად, ჰენდრი მხოლოდ შექებას იმსახურებს იმისთვის, რომ 43 წლის ასაკში პირველ ორ შეხვედრაში შესანიშნავი სნუკერი აჩვენა და კარიერაში მე-11 მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა. ბევრი ისე აღფრთოვანდა ჰენდრის თამაშით, რომ დაიწყეს მის მერვედ გაჩემპიონების შესახებ ლაპარაკი, მაგრამ ეს არ მოხდა და არც არასოდეს მოხდება.

"მე ოფიციალურად ვასრულებ ჩემს პროფესიულ კარიერას. ეს ჯერ კიდევ სამი თვის წინ გადავწყვიტე, მაგრამ ამის შესახებ თითქმის არავისთვის მითქვამს. დღეს ბრძოლისთვის მზად არ ვიყავი, თუმცა მაინც მოხარული ვარ იმის გამო, რომ ორი ფრეიმი მოვიგე და კარიერა 0:13-ით არ დავასრულე.

რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება? ჯერ ერთი, ტურნირების განრიგი არ მაწყობს; გარდა ამისა, ვეღარ ვთამაშობ ძველ დონეზე და თან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ ვარჯიშებისგან. ასე რომ, ეს საკმაოდ მარტივად მისაღები გადაწყვეტილება იყო", - ახსნა ჰენდრიმ.

რა თქმა უნდა, სნუკერის სამყაროში ეს ამბავი შოკისმომგვრელი გახლდათ, რადგან წასვლის შესახებ გამოაცხადა ყველა დროის საუკეთესო სნუკერისტმა. ბოლო წლებში სტივენის შედეგები მართლაც ძალიან გაუარესდა. ის აღარ შედის 16 საუკეთესოს შორის, მაგრამ ამ კონკრეტულმა ტურნირმა გვიჩვენა, რომ ისევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. მით უმეტეს, რთულია მისი გადაწყვეტილების აღქმა.

1/4 ფინალი

ჰენდრი-მაგუაირი (8) 2:13

ჯონსი-კარტერი (13) 3:5*

ო’სალივანი (14)-რობერტსონი (6) 3:5*

დეი-სტივენსი (15) 5:11*

* - მატჩები გრძელდება

სტივენ ჰენდრი

დაიბადა 1969 წლის 13 იანვარს ედინბურგში (შოტლანდია)

მეტსახელები: "მაესტრო", "ოქროს ბიჭი"

პროფესიული კარიერის დასაწყისი: 1985

მაქსიმალური ბრეიკი: 11-ჯერ

ასიანი ბრეიკი: 775-ჯერ

ტიტულები: 74 (მათ შორის, შვიდჯერ მსოფლიოს ჩემპიონი და 29 სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა