სენსეი ნაკამურა გეგმიური სემინარებისთვის თბილისში 21 ივნისს გვესტუმრება
საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ წინ წაიწია. 28-29 აპრილს რომში (იტალია) საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციამ პატარა, მაგრამ მაღალი კლასის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპორტული დელეგაცია წარადგინა საერთაშორისო სემინარებზე.

"სემინარი ჩაატარა კარატეს ერთ-ერთმა ლეგენდამ, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მეშვიდე დანის მფლობელმა ტეცუჯი ნაკამურამ. რომის სემინარებში ვმონაწილეობდით - მე, ინსტრუქტორი მათე კვარაცხელია და ჩემი სამი კარატეკა (მოსწავლე) გიორგი წულაია, ლევან დოლიძე და გიორგი მოდებაძე. ეს სემინარები ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლო იყო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით.

სენსეი ნაკამურასთან თუნდაც ერთი საათით სემინარზე წვრთნა ერთი წლის ვარჯიშის ტოლფასია. ის ხომ თავად ოკინავური, ტრადიციული, ყველაზე ძირძველი კარატეს - გოჯუ რიუს ნამდვილი ლეგენდის, გრანდ-ოსტატის, მეათე დანის მფლობელის, სენსეი მორიო ჰიგაონას პირადი შეგირდია...

საყურადღებოა, რომ სენსეი ნაკამურა საქართველოს გოჯუ რიუს დონით კმაყოფილია და მოსწონს. ამიტომაც სენსეი გეგმიური სემინარებისთვის თბილისში 21 ივნისს გვესტუმრება სამი დღით. ამავე დროს, გამოცდებსაც ჩაიბარებს შავ ქამარზე - პირველი დანიდან და ზევით.

მანამდე, 6 მაისს, ვატარებთ საქართველოს ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში", - განაცხადა რომიდან დაბრუნებულმა საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორმა და პრეზიდენტმა ლევან როგავამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა