ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, შეცვალოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩოგბურთელთა შერჩევის წესი

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, შეცვალოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩოგბურთელთა შერჩევის წესი. 2012 წლის თამაშების შემდეგ მომდევნო ოლიმპიურ ციკლში მოთამაშემ მონაწილეობა უნდა მიიღოს ფედერაციის თასის ან დევისის თასის, მინიმუმ, ოთხ მატჩში.

დღემდე ჩოგბურთელისთვის საკმარისი იყო ოლიმპიადამდე ორი წლით ადრე ამ ტურნირებზე ორ მატჩში მონაწილეობა.

"ოლიმპიადა ჩოგბურთელებისთვის კალენდრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ბევრი მოთამაშისთვის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება "დიდი სლემის" ტურნირზე ტრიუმფის ტოლფასია. უფრო მეტიც, ისინი მიქსტში გამოსვლასაც კი სერიოზულად უდგებიან.

მაგრამ ოლიმპიადა არ მიიჩნევა რეგულარულ ტურნირად და მასში მონაწილეობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მაღალი რეიტინგი. თითოეულ სპორტსმენს, რომელსაც ოლიმპიადაზე გამოსვლა უნდა, თავის საჩოგბურთო ფედერაციასთან კარგი და რეგულარული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.

საკუთარ ნაკრებში თამაშის სურვილის გამომჟღავნების საუკეთესო ხერხია - დევისისა და ფედერაციის თასზე თამაში. ამისთვის ჯილდო კი ოლიმპიადაზე გამოსვლა იქნება.

ჩვენი აზრით, ეს პრივილეგია უნდა მიეცეთ იმ სპორტსმენებს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის თამაში - მათი პრიორიტეტია. ასევე მიგვაჩნია, რომ ახალი წესები კარგად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დევისის თასი და ფედერაციის თასი ყოველწლიური ტურნირებია, იმ დროს, როცა ოლიმპიადა ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება", - აცხადებს საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ბარბარა ტრევერსი.

ასე რომ, ჩოგბურთელები, რომლებიც უკვე ამა წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ითამაშებენ დევისისა და ფედერაციის თასზე, პირველ ჩასათვლელ ქულებს მიიღებენ 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად.

სხვათა შორის, რუსეთის ქალთა ჩოგბურთის პირველმა ნომერმა მარია შარაპოვამ გუშინ ნეგატიური რეაქცია დააფიქსირა ფედერაციის ახალი წესის მიმართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა