ფეხბურთის ფედერაციის თავკაცებს ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ. არის მხოლოდ ვარაუდები
26 მაისს საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი უნდა გაირკვეს, მაგრამ დღესაც უცნობია, ფინალურ შეხვედრას რომელი სტადიონი უმასპინძლებს.

მარტის ბოლოს თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ წლევანდელი თასის ფინალი ქუთაისში გაიმართებოდა და საქართველოს პარლამენტის გადატანას მიეძღვნებოდა. საქართველოს მეორე დედაქალაქში სამხედრო აღლუმის ჩატარებაც იგეგმებოდა და გათვალეს, რომ სტადიონზე მეტი ხალხი და მეტი საპატიო სტუმარი მივიდოდა.

კიდევ ერთხელ დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის თავკაცებს ფინალის მასპინძელი არენა ჯერ არ დაუდასტურებიათ. მხოლოდ ეს გვითხრეს, რომ ზუსტი პასუხი ფინალამდე 11 დღით ადრე, 15 მაისს გაცხადდება.

თუმცა ყველაზე რეალური "ტორპედოს" სტადიონის კანდიდატურაა და, ალბათ, თასის გამარჯვებული ქუთაისში გამოვლინდება.

უფრო გაურკვეველია პასუხი კითხვაზე - როდის გაიმართება 2010-11 წლების სეზონის სუპერთასის შეხვედრა საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონსა" და თასის მფლობელ "გაგრას" შორის, ან გაიმართება კი?

თავდაპირველად მატჩი 2011 წლის დეკემბერში ფოთის სტადიონზე იგეგმებოდა. მაშინ ფედერაციამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ფოთის სტადიონზე ახალი საფარი დააგო და "ფაზისის" საზეიმო გახსნა სუპერთასის გათამაშებით სურდა.

მაგრამ "ფაზისზე" ასეთი რანგის შეხვედრის ჩატარება გაუმართლებელი იყო. დეკემბერში ფოთის არენაზე მშვენიერი საფარი კი დააგეს, მაგრამ მინიმალურ მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებდა - დანგრეული ტრიბუნები, მოუწესრიგებელი გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები მატჩის სრულ დისკომფორტში ჩატარების გარანტიას თუ იძლეოდა და ამ უცნაურ ჩანაფიქრზე ხელი აიღეს.

25 დეკემბრის შემდეგ ოთხი თვე გავიდა, სუპერთასის გათამაშების საბოლოო თარიღი და ადგილი კი უცნობია. ფედერაციაში ამ საკითხზეც არ აქვთ პასუხი, პრობლემა კალენდარში თავისუფალი თარიღის მოძებნა არისო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zesta2004
კოკაია მეცოდება დანარჰენის დედა ჰ ვ ს
zesta2004
სასაცილოა ჰვენი სჰემპიონატი რა უნდატ ევრო ტურნირებზე ბლიატ
vasiko basiladze
რა მნიშვნელობა აქვს სად ჩაატარებენ ფინალს ერთი ნათელია თასს გორი მოიგებს და ევრო ტურნირებზე გავა,იქ იზამს სასწაულს ევროპა ლიგაში შევა,შემდგომ ნახე ამათი ბლატავი ეს რა საქმე გავაკეთეთო,მე მრცხვენია ჩვენი გუნდები ევრო სარბიელზე რომ გამოდიან და უშანსოთ აგებენ,ბურთს ვერ აჩერებენ,პასზე ხომ ზედმეტია საუბარი
vasiko basiladze
ჩვენი გუნდები საერთოდ არ უნდა დაუშვას ევროპამ ევრო ტურნირებზე და შემდგომ გაიგებენ რაშია საქმე,ესეთი უსინდისო ფედერაცია ჯერ არ გვყოლია,საერთოდ რას აკეთებენ უეფას გამოგზავნილ ფულებს იყოფენ,მოკლეს სულ ფეხბურთი საქართველოში უნამუსოების ხელშია ყველაფერი
fau
გეთანხმებით, დავით. ფეხბურთიც იგივე დღეშია, რა დღეშიცაა ყველაფერი დანარჩენი ამ გაუბედურებულ ქვეყანაში.
daviti
აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი თუ,რამდენად დამოუკიდებელია დომენტის კანტორა.ფედერაცია რომ წყვეტდეს ამ საკიტხებს,დანამდვილებით გვეცოდინებოდა უკვე ფინალი სად გაიმაღთება და სუპერთასის გამარჯვებულიც.სამარცხვინოა,ვიღაცის პოხონდრიის გამო,სუპერთასი არ იყოს აქამდე ნათამაშები და რა როდის იქნება ისიც არ ვიცოდეთ.ან საერთოდ ვიცით ჩვენს ფეხბურთში რა ხდება(გარდა იმისა,რომ წელს,თასს გორი აიღებს)?რამოდენიმე წელია მთავრდება სეზონი ისე კაცმა არ იცის რამდენი გუნდი ვარდება,რამდენი გადმოდის,გავარდება კი საერთოდ ვინმე და ახალი რა რეგლამენტით ჩატარდება?ერთი რამ მაინტერესებს კიდე,რა ტექნოლოგიით უნდა ჩაუტარონ ფოთის სტადიონს რეკონსტრუქცია(ფაქტიურად თავიდან არის ასაშენებელი)ისე,რომ უკვე დაგებული მინდვრის საფარი არ დაზიანდეს?სადმე გინახავთ ჯერ მინდორს აკეთებდნენ,შემდეგ ტრიბუნებს,გასახდელებს და სხვა დანარჩენს ანგრევდნენ და ახალს აშენებდნენ?
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...