"ზესტაფონის" 24 წლის ცენტრალური მცველი უზომოდ გახარებულია, მძიმე ტრავმას რომ გადაურჩა
"ზესტაფონმა" გულშემატკივრის იმედები ვერ გაამართლა - საქართველოს ჩემპიონი საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა.

წაგების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 78-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ: ტრავმირებული მამუკა კობახიძის ნაცვლად 65-ე წუთზე მოედანზე შესული გიორგი ხიდეშელიც დაშავდა. ამ დროისთვის კი მასპინძლებს ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ.

"ზესტაფონმა" დროულად გადაწყობა ვერ მოახერხა და ალეკო კოშკაძემ ზუსტად იმ პოზიციიდან გაიტანა, სადაც მარცხენა ცენტრალური მცველი უნდა მდგარიყო (იხილეთ ვრცლად).

მატჩის შემდეგ გიორგი უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესში იყო. 24 წლის ცენტრალური მცველი შარშან კიშინიოვში "დაჩიასთან" განმეორებით შეხვედრაში დაშავდა, ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მოედანს ოპერაციისა და რვათვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ "ზესტაფონის" მოთამაშე მძიმედ დაშავდა და რომ ამ ნიჭიერ ბიჭს კვლავ იძულებითი დასვენება მოუწევდა. საბედნიეროდ, ეს ვარაუდი არ გამართლდა.

"ზესტაფონს" მოგება ჰაერივით სჭირდებოდა და მოედანზე გაუხურებელი შევედი. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს პროფესიონალის საქციელი არ იყო, მაგრამ სხვა გზა არც მქონდა: კობახიძე დაშავდა და სასწრაფოდ უნდა შემეცვალა. თამაში და ჩემების დახმარება კი ისე ძალიან მინდოდა, მოედანზე დაუფიქრებლად შევედი და შეტევაში ჩავერთე. გაუხურებელზე კი მუხლი შემიტრიალდა.

ვერ გადმოგცემთ, რა ხასიათზე ვიყავი. მეგონა, ტრავმა გამიმეორდა და, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, კარიერა დავასრულე-მეთქი.

გამოკვლევამდე ნორმალურად ვერც დავიძინე. დილის 7 საათზე გამეღვიძა და რომ ვერ მოვისვენე, სიმწრისგან მანქანაში ჩავჯექი და ლამის მთელი თბილისი შემოვიარე.

ასე მგონია, ექიმის პასუხის შემდეგ მეორედ დავიბადე. მითხრეს, ჯვარედინი იოგები მცირედ დაზიანებულიც არ არისო. მგონი, ცხოვრებაში ასე არაფერი გამხარებია.

დიაგნოზს და სურათს ბელგიაში ჩემს მკურნალს, ექიმ მარტენს გავუგზავნი და საბოლოო პასუხიც მეცოდინება, მაგრამ უკვე ვიცი, რომ სერიოზული არაფერია", - ამბობს ხიდეშელი.

საბედნიეროდ, მძიმე ტრავმას "ზესტაფონის" მეორე ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძეც გადაურჩა. მას ექიმებმა მხოლოდ კუნთის დაჭიმულობა დაუდგინეს.

"გიორგი ხიდეშელი: მგონია, მეორედ დავიბადე" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zesta2004
ბატონო ილო რას პირდები ზესტაპონს გულსჰემატკივარს სჰემდეგ წელს გაუსჰვი გუნდიდან ჯველა ხიდას დვალის და კვასხვას გარდა ზჰიაბრისჰვილის მეტაურობიტ
zesta2004
დისციპლინა არაა გუნდსჰი
zesta2004
ეეეე გეგუჰ რადროს მიგვატოვე
zesta2004
ბატონო ილო რას პირდები ზესტაპონს გულსჰემატკივარს სჰემდეგ წელს გაუსჰვი გუნდიდან ჯველა ხიდას დვალის და კვასხვას გარდა ზჰიაბრისჰვილის მეტაურობიტ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა