პენზაში ზუკაკიშვილმა მრავალჭიდში საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა და 100,325 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა
ამას წინათ რუსულ პენზაში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა მსოფლიოს თასის ეტაპი გაიმართა. ახალგაზრდებს შორის მრავალჭიდში საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა ელვირა ზუკაკიშვილმა, რომელმაც 100,325 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.

დაიბადა 1994 წლის 24 ნოემბერს სტავროპოლში. ამჟამად მისი მშობლები მოსკოვში ცხოვრობენ და მუშაობენ. თავადაც იქაური სკოლის მეთერთმეტეკლასელია. მხატვრულ ტანვარჯიშში მეცადინეობა 2001 წელს დაიწყო ელენა ლის ხელმძღვანელობით. წელიწადნახევარზე მეტია, 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ოქსანა სკალდინასთან იმაღლებს ოსტატობას. თბილისში თინათინ ნადირაშვილის მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

საერთაშორისო ტურნირებზე პირველად 2007 წელს მოსინჯა ძალები: ლიტვაში თანატოლთა შორის მრავალჭიდში პირველი ადგილი დაიკავა.

მომდევნო წელს უნგრეთში მრავალჭიდში სახტუნაოთი და ბურთით ვარჯიშში აჯობა ყველას. 2009 წელს საფრანგეთსა და უკრაინაში ისახელა თავი. 2010-12 წლებში საქართველოს პირველობებშიც მონაწილეობდა ახალგაზრდებს შორის: შარშანწინ მრავალჭიდში მესამე იყო; შარშან რგოლში, გურზებითა და ბურთით ერგო ბრინჯაო; წლეულს ბაფთით პირველ ადგილზე გავიდა.

ბურთითა და გურზებით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, რგოლით კი მესამე ადგილი დაიკავა.

განსაკუთრებით წარმატებული 2011 წელი აღმოჩნდა: მოსკოვის ჩემპიონატზე ჯგუფურში ორი ოქროს მედალი დაიმსახურა. მერე რუსეთის დედაქალაქის პირველობაზე მრავალჭიდში მესამე იყო. ლონდონში, ასევე, მრავალჭიდი, მესამე ადგილით დაასრულა, ხოლო პარიზში ბურთით, გურზებითა და ბაფთით ერგო მე-3 ადგილები.

- ელვირა ზუკაკიშვილმა ჩვენი ყურადღება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ რიგის საერთაშორისო ტურნირზე მიიპყრო, - გვითხრა თინათინ ნადირაშვილმა. - ბოლო სამი წელიწადია, მას საქართველოს პირველობებში მონაწილეობის უფლებას ვაძლევთ.

რადგანაც ელვირას და მისი მშობლების სურვილიც იყო, ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივნის, ფიქრია ფანქველაშვილის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს თანადგომით ზუკაკიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

პენზაში მან პირველად იასპარეზა ჩვენი ქვეყნის სახელით. ამიტომ დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, ორი საგნით კარგი შედეგი აჩვენა, ორში კი ხარვეზები ჰქონდა. ამიტომაც მცირედით ჩამორჩა უზბეკ მაფტუნა შამსოევას, თორემ ბრინჯაოს მოპოვებაც შეიძლებოდა. შრომისმოყვარე, ნიჭიერი გოგოა და მისგან წარმატებებს ველით.

ელვირასთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება შემთხვევით არ მომხდარა: მამა - ნიკოლოზ ზუკაკიშვილი თბილისელია, ხოლო დედა ტატიანა კალიტა - ფოთელი. მათ ინსტიტუტში სწავლისას გაიცნეს ერთმანეთი და დაქორწინდნენ.

საქართველოში არეულობა და გაჭირვება რომ იყო, მაშინ მიაშურეს მეზობელ ქვეყანას. ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდათ, მათ ქალიშვილს საქართველოს სახელით ეასპარეზა და წლეულს ეს ოცნებაც აუხდათ.

- მხატვრულ ტანვარჯიშზე დედამ მიმიყვანა, - მითხრა ელმირამ. - ის ელენა ლის იცნობდა. ოქსანა სკალდინას კი მოგვიანებით დავუკავშირდი, როცა ჩემმა მწვრთნელმა მას ჩემთვის ვარჯიშების დადგმა სთხოვა. ახლა სკალდინა მამეცადინებს. ჩემთან ერთად ვარჯიშობს ოქსანას ქალიშვილი დარია სვატკოვსკაია, რომელმაც პენზაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

იგი დედასთან ერთად თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც გვეწვევა 12-13 მაისს. ამ შეჯიბრებაზე ჩამოსვლა უნდოდათ ბელარუსებსაც, მაგრამ პენზას ტურნირის გამარჯვებულმა არინა ჩაროპამ დანანებით მითხრა, უსახსრობის გამო, შესაძლოა,

ვეღარ გესტუმროთო.

- შენ თუ იასპარეზებ?

- აუცილებლად. თანაც, უფროსებში და საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებ.

- მხატვრული ტანვარჯიშის გარდა, რა გიტაცებს?

- სინქრონული ცურვა. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, ვცეკვავ. ზღვა მიტაცებს. ფოთში ნათესავები მყავს, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ. წლეულს საშუალო სკოლას ვამთავრებ. უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, შესაძლოა, დედულეთს ვესტუმრო.

- კერპი თუ გყავს?

- როგორ არა - ალინა კაბაევა.

- რაზე ოცნებობ?

- საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. აქტიურ სპორტს რომ ჩამოვშორდები, აუცილებლად მწვრთნელად ვიმუშავებ.

"საქართველოს სახელით აწ და მარადის" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია