...თუმცა გეორგი ნიკოლოვი ქართველი მწვრთნელის თბილისის "დინამოში" წასვლის სურვილს გაგებით მოეკიდება
აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემა "აპასპორტმა" ბაქოს "ინტერის" პრეზიდენტს გეორგი ნიკოლოვს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი აღმოვაჩინეთ.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.

- "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს, არ დაუმალავს, რომ თბილისის "დინამოსგან" აქვს წინადადება. "ინტერი" თუ ევროპის ლიგაზე გავიდა, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- ჯერჯერობით სეზონი არ დამთავრებულა. თანაც, ჩვენი მთავარი მწვრთნელი თავის პოსტს ინარჩუნებს.

- ცხადაძესთან უკვე გქონდათ საუბარი?

- აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალის შემდეგ ცხადაძე აღელვებული გახლდათ. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. მისი კარგად მესმის, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ მასთან განშორებას არ ვაპირებთ. მაგრამ, თუ მწვრთნელს ბევრად უკეთესი წინადადება ექნება, მისი სურვილია, როგორ მოიქცევა.

- ნუთუ თბილისის "დინამო" ფინანსურად ბაქოს "ინტერზე" მაღლა დგას?

- შედარებაც არ შეიძლება. საერთოდაც, ქართულ ფეხბურთში ფინანსურ მდგომარეობას ცუდი ნამდვილად არ ეთქმის. რაც მთავარია, "დინამო" უფრო ცნობილი და ძლიერი გუნდია, ვიდრე - "ინტერი". ამიტომაც ცხადაძის სურვილს კაცი გაგებით უნდა მოეკიდოს.

- ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ცხადაძის წასვლას შეგუებული ხართ...

- არა, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია ისეთია, რომ შეუცვლელი არავინაა.

- ახალ მწვრთნელს უკვე ეძებთ?

- ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მოვიპოვებთ თუ არა ევროპის ლიგის საგზურს. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჯერჯერობით "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ცხადაძე გახლავთ, რომელსაც ჩვენს კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მისი აქედან წასვლაც, ცოტა არ იყოს, არარეალურად მიმაჩნია.

- ვთქვათ, ცხადაძე მაინც წავიდა "დინამოში"; ამ შემთხვევაში, კონტრაქტის დარღვევისათვის მისგან კომპენსაციას მოითხოვთ?

- ასეთი კითხვები აქტუალურად არ მიმაჩნია. ან კიდევ, საერთოდ, რომელ კომპენსაციაზეა ლაპარაკი? ცხადაძემ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი "ინტერში": სადებიუტო სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა ჩვენი გუნდი, მომდევნო წელს კი "თანამეგობრობის თასზე" გაიმარჯვა.

ამ ყველაფრისათვის ცხადაძეს მადლობა ეკუთვნის, ანუ მასთან ფინანსურ საკითხებზე არც ვისაუბრებ და არც იმას ვეტყვი, რომ ფული უკან დააბრუნე და აქედან გაგიშვებთ-მეთქი...

"ცხადაძის სურვილს ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irina
ცხადაძეს ვურჩევ ბაკოში დარჩეს!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა