მიმდინარე სეზონში, ტურინის "იუვენტუსის" ანგარიშზე უკვე 40 წაუგებელი მატჩია
სერია A. XXXVI ტური

კიევო-რომა 0:0

ნაპოლი-პალერმო 2:0

გოლები: 1:0 კავანი (16-პენ.), 2:0 ჰამშიკი (35).

მილანი-ატალანტა 2:0

გოლები: 1:0 მუნტარი (9), 2:0 რობინიო (90).

კატანია-ბოლონია 0:1

გოლი: 0:1 რამირესი (79).

ჩეზენა-უდინეზე 0:1

გოლი: 0:1 ფაბრინი (4).

ფიორენტინა-ნოვარა 2:2

გოლები: 0:1 ჯედა (14), 0:2 რიგონი (30-პენ.), 1:2 მონტოლივო (48-პენ.), 2:2 მონტოლივო (71).

ჯენოა-კალიარი 2:1

გოლები: 1:0 პალასიო (12), 1:1 არიაუდო (13), 2:1 იანკოვიჩი (76).

იუვენტუსი-ლეჩე 1:1

გოლები: 1:0 მარკიზიო (8), 1:1 ბერტოლაჩი (85).

ლაციო-სიენა 1:1

გოლები: 0:1 დესტრო (26), 1:1 ლედესმა (62-პენ.).

პარმა-ინტერი 3:1

გოლები: 0:1 სნეიდერი (13), 1:1 მარკესი (53), 2:1 ჯოვინკო (55), 3:1 ბიაბიანი (83).

ტურის სიმბოლური ნაკრები

ბენასი (ლეჩე) - ჯონათანი (პარმა), ნესტა (მილანი), აჩერბი (კიევო), როსი (სიენა) - მუნტარი (მილანი), მონტოლივო (ფიორენტინა), პირლო (იუვენტუსი) - კანდრევა (ლაციო) - ჯოვინკო (პარმა), პანდევი (ნაპოლი).

ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეხუთეჯრ მოხვდა მასიმილიანო ბენასი, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლეჩეს" კიპერი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს; თავად განსაჯეთ, თუ რაოდენ ცუდად ირჯება ამ გუნდის უკანახაზი, რომ მიუხედავად მეკარის ბრწყინვალე ასპარეზობისა, გუნდი მაინც გასავარდნ ზონაშია.

დაცვის ცენტრში ალესანდრო ნესტას და ფრანჩესკო აჩერბის ტანდემს ვხედავთ, პირველი "მილანის" ღირსებას იცავს, მეორე კი მომდევნო სეზონიდან დაიცავს. შუა ხაზში სალი მუნტარი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა "როსონერის" შემადგენლობაში და მთლიანობაში, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რაც შეეხება შეტევის ხაზს, გამთამაშებლობა ანტონიო კანდრევას ერგო და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისმა "ლაციომ" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

შეტევის წინა ხაზზე სებასტიან ჯოვინკოსა და გორან პანდევისგან შემდგარი ტანდემი შეირჩა - სებამ "ინტერი" გააწამა და ანდრეა სტრამაჩონის თავკაცობით, მილანურ გრანდს პირველი მარცხი აგემა; გორანზე კი ქვემოთ ვისაუბროთ...

ტურის გმირი

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გორან პანდევი გახლავთ, რომელმაც "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში ახლადტრავმამოშუშებული ესეკილ ლავეცი ჩაანაცვლა და "პალერმოს" წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა.

მართალია, მაკედონიელის ანგარიშზე შედეგიანი დარტყმა არ არის, მაგრამ ნეაპოლელთა ორივე გოლი დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა.

დიახ, გორანი შეუჩერებელი იყო და ჯერ თერთმეტმეტრიანი მოუტანა საკუთარ გუნდს, რომელიც ედინსონ კავანიმ გოლად აქცია, შემდეგ კი მარეკ ჰამშიკი შეატოვა სიცილიელთა კიპერს პირისპირ და ამ უკანასკნელსაც ბურთის კარში მოთავსება აღარ გასჭურვებია.

პანდევის საგოლე გადაცემა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, კარისკენ ზურგით მდგომმა შენიშნა მარეკის მოძრაობა და ბურთიც იქ ჩააგდო, სადაც ვითარება მოითხოვდა.

მოკლედ, მაკედონიელმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში და დამსახურებულად მოიპოვა ტურის გმირის სტატუსი.

ტურის ფრაზები

მაურიციო ძამპარინი (პალერმოს პრეზიდენტი ნაპოლისთან მარცხის შემდეგ): "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მსაჯები უბრალოდ ვერ მიტანენ; ამიტომ, სერიოზულად ვფიქრობ, რომ ფეხბურთიდან სამუდამოდ წავიდე".

დელიო როსი (ფიორენტინას ყოფილი მწვრთნელი ნოვარასთან შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის შესახებ): "ძალიან ცუდად მოვიქეცი და მინდა "ფიორენტინას" გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. თუმცა, ბოლომდე საკუთარი თავის გამტყუნება მიჭირს, რადგან ადემ ლიაიჩმა ჩემი ოჯახი შეურაცხყო".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსის მეკარე ლეჩესთან დაშვებული შეცდომის შემდეგ): "რატომ მომივიდა ასეთი რამ? - ეს მე თქვენთვის უნდა მეკითხა".

გლობალური სტატისტიკა

საუკეთესო დასწრება: XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება: ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება: ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში: ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).

სერიები

მოგება: პარმა - 5 თამაში

წაგება: ჩეზენა - 3

წაუგებლად: იუვენტუსი - 36

მოუგებლად: ჩეზენა - 18

გუნდური სტატისტიკა

საუკეთესო თავდასხმა: 70 გოლი - მილანი; 64 - ნაპოლი; 63 - იუვენტუსი.

საუკეთესო დაცვა: 19 გაშვებული - იუვენტუსი; 28 - მილანი; 35 - უდინეზე.

უარესი თავდასხმა: 22 გოლი - ჩეზენა; 30 - კიევო; 31 - ნოვარა.

უარესი დაცვა: 67 გაშვებული - ჯენოა, 63 - ნოვარა; 56 - პალერმო.

ზუსტი გადაცემები: 19692 - იუვენტუსი; 19605 - მილანი; 18601 - რომა.

კარის მიმართულებით დარტყმები: 700 - იუვენტუსი; 571 - რომა; 570 - ინტერი.

კარში დარტმები: 248 - იუვენტუსი; 213 - მილანი; 184 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა

ბომბარდირები: 26 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 23 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 21 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 20 - დიეგო მილიტო (ინტერი); 19 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 16 - ხერმან დენისი (ატალანტა); 14 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).

ასისტენტები: 13 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 10 - პაბლო არმერო (უდინეზე); 10 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), პაბლო არმერო (უდინეზე); 9 - ანტონიო კასანო (მილანი); 8 - რობინიო (მილანი), მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი); 7 - მირალემ პიანიჩი (რომა), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სერჯო პელისიერი (კიევო).

ზუსტი პასები: 3047 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2321 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 2111 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 2047 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1953 - დანიელე დე როსი (რომა); 1951 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1854 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), არტურო ვიდალი (იუვენტუსი);

კარის მიმართულებით დარტყმები: 154 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 133 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 132 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 122 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 119 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 102 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 100 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი); 93 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).

კარში დარტყმები: 65 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 63 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 50 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 46 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 44 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 40 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), ხერმან დენისი (ატალანტა).

ჯარიმები: 87 - მატია დესტრო (სიენა); 81 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 78 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 77 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 76 - ფილიპო პორკარი (ნოვარა); 74 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 73 - დანიელე კონტი (კალიარი), გონსალო ბერგესიო (კატანია).

ციფრები და ფაქტები

მიმდინარე სეზონში, "იუვენტუსის" ანგარიშზე უკვე 40 წაუგებელი მატჩია;

"ატალანტას" კარში სალი მუნტარიმ მესამე გოლი გაიტანა კარიერაში, ასეთი შედეგი მას სხვა არც ერთ გუნდთან არ აქვს;

"ინტერმა" პირველი მატჩი წააგო ანდრეა სტრამაჩონის თავკაცობით;

"პარმას" მოგებათა სერია უკვე 5 მატჩს შეადგენს, ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 1999/2000 წლების სეზონში ჰქონდა;

ფერნანდო მარკესმა "პარმადან", დიეგო ფაბრინიმ "უდინეზედან" და ლორენცო არიაუდომ "კალიარიდან", პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;

"კიევოს" 5 მატჩია გოლი არ გაუტანია;

"რომას" 4 მატჩია არ მოუგია;

მარეკ ჰამშიკმა 50-ე გოლი გაიტანა "ნაპოლის" მაისურით სერია A-ში;

"პალერმოს" ნეაპოლში 1951 წლის შემდეგ არ მოუგია;

მარიანო ისკომ 151 მატჩი ჩაატარა "კატანიას" მაისურით სერია A-ში, ეს სარეკორდო შედეგია სიცილიური გუნდის ისტორიაში;

"ბოლონიას" 6 მატჩია არ წაუგია;

"ჯენოამ" პირველი შეხვედრა მოიგო 5 თებერვლის შემდეგ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა