მიუნხენის "ბაიერნის" 19 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი "რეალთან" ბრწყინვალე თამაშით დაფასდა
"ბაიერნის" 19 წლის ფეხბურთელი დავიდ ალაბა ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ნიჭიერმა ავსტრიელმა რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა - იუპ ჰაინკესი მას უმეტესად მარცხენა მცველის პოზიციაზე ათამაშებს, ისე კი, გარემარბისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზეც შეუძლია თამაში.

ალაბამ განსაკუთრებით კარგად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "რეალთან" მატჩებში იასპარეზა, რაც, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი არავისთვის დარჩა - მათ შორის, არც "ბარსელონასთვის"!

ესპანური გაზეთის, "ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ნიჭიერი ავსტრიელით სერიოზულად დაინტერესდა.

"რეალთან" მატჩებში ალაბამ არა მარტო ძალიან კარგად ითამაშა და იდეალურად კომბინირებდა ფრანკ რიბერითან, არამედ პენალტების სერიაშიც ნერვაუტოკებლად დაარტყა, რაც 19 წლის ფეხბურთელისთვის უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ალაბას გვარი "ბარსას" მომავალი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვასთვის სასურველი ფეხბურთელების სიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე წერია.

"ბარსას" ხელმძღვანელები ალაბას სისწრაფით, თავდაჯერებით და მარავალმხრივობით მოხიბლულები არიანო, - წერს ხსენებული გაზეთი.

როგორც იცით, კატალონიელები დიდი ხანია, მარცხენა მცველს ეძებენ, რადგან ერიკ აბიდალის სპორტული კარიერის მომავალი გაურკვეველია. დღემდე "ბარსას" ფავორიტ კანდიდატებად "ტოტენჰემის" მარცხენა მცველი გარეთ ბეილი და ვალენსიელი ხორდი ალბა მიიჩნეოდნენ, ახლა კი, მათ რიცხვს დავიდ ალაბაც დაემატა და ჩვენი ესპანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ახლა ფავორიტი უკვე ახალგაზრდა ავსტრიელია.

ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და ბავარიელებს მისი დათმობა, რა თქმა უნდა, არ სურთ. ჰაინკესი 19 წლის ავსტრიელს არაჩვეულებრივ ფეხბურთელს უწოდებს და ამბობს, რომ "ბაიერნის" მომავალი სწორედ ავსტრიელ მარცხენაფლანგელთან ასოცირდება.

რეკორდმაისტერში თავად დავიდიც ბედნიერია, მაგრამ დიდია იმის შანსი, რომ "ბარსელონას" დაინტერესებამ ალაბას კატალონიურ სუპერგრანდში გადასვლის სურვილი აღუძრას. ასეთ შემთხვევაში, მიუნხენელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა