რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი "ზესტაფონთან" მატჩს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება
6 მაისს მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება: გალიდერებული "მეტალურგი" ერთადერთ კონკურენტს "ზესტაფონს" უმასპინძლებს.

თამაშისთვის "მეტალურგი" განსაკუთრებული ჟინით ემზადება, რადგან მოგება ჩემპიონობის გაფორმების ტოლფასი იქნება. ამასთანავე, ეს იქნება საშუალება, რომ კონკურენტს თავისი უპირატესობა და პირველი ადგილზე ყოფნის საფუძვლიანობა დაუმტკიცოს.

მატჩის სამზადისზე რუსთაველთა მთავარ მწვრთნელს კობა ჟორჟიკაშვილს ვესაუბრეთ.

- ფაქტობრივად, "ზესტაფონთან" თქვენი შეხვედრა ჩემპიონატის ფინალია. მატჩისთვის როგორ ემზადებით?

- განსაკუთრებული მოტივაციით. "ზესტაფონს" 5 ქულით გავუსწარით, ჩემპიონი გუნდი კი ამას ვერ ეგუება და ცხადია, მატჩისთვის ასევე განსაკუთრებულად მოემზადება. მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ, ეს მატჩი რომ მოვიგოთ.

- ამჟამად "მეტალურგი" აღმავლობის გზაზეა, "ზესტაფონმა" კი ბოლო ტურები ჩააგდო. თუმცა, ყველა დარწმუნებულია, რომ თქვენთან მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს - საქმე პრესტიჟშია.

- ამაში მეც დარწმუნებული ვარ და ამიტომ, ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ არც ერთი წამითაც არ შეიძლება მოდუნება. გვყავს ძლიერი მეტოქე, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელი ავარჯიშებს, ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა და მცირე შეცდომას არ გვაპატიებენ. ლიდერობის დაკარგვის გამო კი, ორმაგი მოტივაციით გვეთამაშებიან.

მაგრამ ვიმეორებ, შეხვედრა "მეტალურგისთვისაც" არანაკლებ პრინციპულია და ჩვენც არ გვაკლია ჟინი და მონდომება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ზესტაფონთან" მოგებით, ფაქტობრივად, ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ.

- თქვენი აზრით, რა არის "ზესტაფონის" ის პლუსი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეთ?

- ილია კოკაია "ზესტაფონს" გეგმაზომიერად ავითარდებდა. გუნდს ბევრი პლუსი აქვს და ყველას ვერც ჩამოვთვლი. მთავარი ისაა, რომ დღევანდელი შემადგენლობის ბირთვი 2008 წლიდან შეიკრიბა და ძალიან კარგად შეთამაშებული გუნდია. აქედან გამომდინარე, მისი დამარცხება ძნელი იქნება.

- მეტოქის მინუსებზე რას იტყვი?

- ამას ჩვენთვის დავიტოვებთ და შევეცდებით, გამოვიყენოთ.

- "ზესტაფონის" სერიოზული პრობლემები შეექმნა დაცვის ცენტრში: დაშავებულია კობახიძე, ექიმების პასუხს ელის ხიდეშელი და, რატომღაც, ონიანიც არ თამაშობს. ცხადია, მოწინააღმდეგის ამ პრობლემის გამოყენებას შეეცდებით.

- გულწრფელად გიპასუხებთ: "ზესტაფონში" სათადარიგოთა საკმაოდ გრძელი სკამია. ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია მოედანზე გასვლა და თამაშის გამწვავება თუ ძირითადის ფეხბურთელის სრულფასოვანი შეცვლა. მხოლოდ ონიანის უთამაშებლობის მიზეზი არ ვიცი.

- დღევანდელი "ზესტაფონი" გია გეგუჩაძის გუნდისგან რითი განსხვავდება?

- ყველა მწვრთნელს თავისებური ხედვა აქვს და თამაშსაც თავისებურად წარმართავს. ახლა გუნდს თავისი ხელი ჭიაბრიშვილმა დაატყო.

- თუმცა, ასეთი მოსაზრებაც არის, რომ 5-ქულიანი ჩამორჩენის გამო, "ზესტაფონმა" ჩემპიონობაზე ხელი ჩაიქნია.

- ამ აზრს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მარტო იმიტომ, რომ 4 ტურია დარჩენილი და შეუძლიათ, ჩვენი მცირე ჩავარდნითაც ისარგებლონ.

- თქვენ გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის?

- დანაკლისი გვაქვს: სამწუხაროდ, სევასტი თოდუა დაგვიშავდა, ლუკა რაზმაძემ კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ეს ორი ფეხბურთელი ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მაგრამ გამოჯანმრთელდა ირაკლი მოდებაძე და ბოლო ტურში მარტვილში გაიტანა კიდეც.

"კობა ჟორჟიკაშვილი: მოგებით, ფაქტობრივად, ჩემპიონობას ვინაღდებთ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
მოგებას ფასი არ უნდა დაუკარგო და წაგების დაგეგმვაც არ ივარგებს საბოლოოდ ქართული ფეხბურთვისათვის. დაგეგმვაში ვგულისხმობ,ჟორჟიკაშვილმა რომ თქვა,რომელიც საჭირო იყო,ის მოვიგეთო. მოგება ყველა საჭირო უნდა იყოს.პირადად ჩემი აზრია ეს და მემგონი ასე აჯობებს.
gia
არ ეხმარებიან,მაგრამ 20 ქულა აჩუქეს :))
zaali
mimino, ვერ გავიგე, მაგით რის თქმა გინდა? მეტალურგს ეხმარებია? თუარ. ახსენი ერთი.
mimino
დანაკლისი თკვენ რას დაგაკლებთ-მთავარია დომენტია გყავდეთ კარგად და "კრიშა"
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს