რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში, ჩვენი ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი მალხაზ ასათიანი კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში...

რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში, ჩვენი ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი მალხაზ ასათიანი კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში. საქმე ის არის, რომ ცსკა-სთან მატჩის მსვლელობისას ასათიანსა და არმიელთა ლეგიონერ მარკ გონსალესს შორის ინციდენტი მოხდა. მორიგი უხეში თამაშისას ასათიანი წაქციეს. მალხაზი გაცხარდა და ჩილელ გონსალესს სახეში ბურთი ესროლა. არმიელი ლათინოსიც არ დაცხრა და ასათიანის თავი ჩაარტყა. დაპირისპირებული მხარეები ფეხბურთელებს რომ არ დაეწყნარებინათ, საქმე უფრო გართულდებოდა. არბიტრმა მოჩხუბრები მოედნიდან გააძევა. რუსეთის საფეხბურთო კავშირში, კონტროლისა და დისციპინის კომიტეტში ამ საკითხზე უკვე იმსჯელეს და გადაწყვეილებაც მიიღეს. როგორც ირკვევა, მალხაზ ასათიანი და მარკ გონსალესი 4-4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ასათიანის ქმედებასა და მის მიმართ განხორციელებული სანქციას რუსულ პრესასთან საუბარში "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი იური სიომინიც შეეხო.

"ცსკა-სთან შეხვედრა, მიმდინარე სეზონში ასათიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. ქართველი მცველი საიმედო თამაშით გამოირჩეოდა და მეტოქე ბევრჯერ გააწბილა. მალხაზი არ არის ემოციური და აგრესიული პიროვნება და მეც გამიკვირდა ამ ინციდენტის მონაწილე რომ შეიქმნა. თავადაც უჭირს ამის ახსნა. ბევრი ქულა დავკარგეთ და როგორც ჩანს, წარუმატებლობებმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ ასათიანის გაცხრება, მან ნერვები ვერ მოთოკა. თუმცა ეს მის საქციელს სულაც არ ამართლებს. ჩემი აზრით, ასათიანი უნდა დასჯილიყო, მაგრამ ასე არა. მის მიმართ განხორციელებული სანქცია მკაცრად მიმაჩნია", - აღნიშნა იური სიომინმა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა