7 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თავის მეორე შეხვედრას გამართავს
7 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თავის მეორე შეხვედრას, ფრანგ თანატოლებთან გამართავს.

დომჟალეს სტადიონზე თამაში თბილისის დროით 19:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

"მატჩი, რომელიც ჩვენთვის ფინალის ტოლფასია" - ასე აფასებენ ქართველი ფეხბურთელები ამ შეხვედრას.

გუნდს შეხვედრა ჰქონდა უეფას ანტიდოპინგის სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საგანგებო პრეზენტაცია გამართეს და ვიდეომაგალითების თანხლებით, ფეხბურთელებს დაწვრილებით განუმარტეს პროცედურების თანმიმდევრობა და ყველაზე გავრცელებული შემთხვევები.

მცირეხნიანი შესვენების შემდეგ უეფას წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის ლექცია წაიკითხეს ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით.

მატჩისწინა, საღამოს ვარჯიში გუნდმა კვლავ რადომლიეს სპორტულ კომპლექსზე გამართა. ჩვენმა ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს. სასიხარულოა, რომ ტრავმა არავის აწუხებს.

მართალია, არის მიკროტრავმები, თუმცა, ჩვენი გუნდის ექიმების განცხადებით, საგანგაშო არაფერია და განაცხადში მყოფი თვრამეტივე ფეხბურთელი თამაშისთვის მზადაა.

"ძალიან მძიმე თამაში გვექნება, რადგან საფრანგეთი სერიოზულ ძალას წარმოადგენს. დიდი შემართებით ვემზადებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი შევინარჩუნოთ. ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი გულშემატკივრები და მათი გაწბილების უფლება არ გვაქვს.

მთელი გულით ვამბობ - გავალთ მინდორზე და მაქსიმალურად დავიხარჯებით. ყველაფერს დავდებთ გამარჯვების მისაღწევად, რომ ის ადამიანები გავახაროთ, ვისგანაც ამდენ სითბოს, მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობთ" - განაცხადა მატჩისწინა კომენტარში ნაკრების კაპიტანმა - ნიკა ჭანტურიამ.

U17. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 1 0 0 0 1-0 3

2. საფრანგეთი 1 0 1 0 2-2 1

3. ისლანდია 1 0 1 0 2-2 1

4. საქართველო 1 0 0 1 0-1 0

II ტური. 7 მაისი

საფრანგეთი-საქართველო

ისლანდია-გერმანია

gff.ge

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა