B ჯგუფის ლიდერთა შეხვედრა ძალიან დინამიკურად დაიწყო და საწყის ხუთ წუთში ორი ლელო გავიდა
აია-ლოკომოტივი 34:14

აია (15-9) ხამაშურიძე, გოშაძე, ფრუიძე, კუხიანიძე, აბრამიძე (ზვიადაძე 69), სინაურიძე, გოგია (ცნობილაძე 68) (1-8) ლომიძე (არაბიძე 53), თხელიძე (მატკავა 58), წაქაძე (ჩხიკვაძე 41), ჩიტეიშვილი (მარდალეიშვილი 41), შალამბერიძე, ცირეკიძე (შაშიაშვილი 53), რევიშვილი, ყურაშვილი.

4ლ: ფრუიძე (2), გოგია, შალამბერიძე. 4ს,გ: სინაურიძე.

ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ბიწაძე (შიოშვილი 54), ჭურღულია (კობერიძე 45), გოგიშვილი, ქავთარაძე (შერაზადიშვილი 69), კავთიძე, ღვინჯილია; (1-8) გასვიანი (გუნიავა 20), ზარიძე, ვეფხვაძე (ვეზდენი 47), გუჯარაიაძე, თავბერიძე (სუხიშვილი 29), ნადირაძე, ახვლედიანი, ზ. მაისურაძე.

2ლ: კავთიძე, ქავთარაძე. 2გ: კავთიძე

სინბინი: გოგიშვილი

მსაჯი: ნ. რობიტაშვილი

B ჯგუფის ლიდერთა შეხვედრა ძალიან დინამიკურად დაიწყო და საწყის ხუთ წუთში ორი ლელო გავიდა. ჯერ მასპინძლებმა გამოიჩინეს თავი. მათი პირველივე შეტევა გიორგი ფრუიძის ლელოთი დასრულდა, რასაც გაგა სინაურიძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 7:0.

თითქოსდა, სწრაფ ჩამორჩენას თბილისელები უნდა დაებნია, მაგრამ მოხდა პირიქით, ქუთაისელთა 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ახლოს გურამ კავთიძემ ფრუიძის გადაცემა ჩაჭრა და პირველი ლელო მიითვალა, შემდეგ კი გარდასახვაც ზუსტად დაარტყა - 7:7. ასეთი ანგარიშის შემდეგ მოედანზე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ორივე გუნდი ძალისმიერი თამაშით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხელდახელ თამაშში "აიაც" და "ლოკომოტივიც" ბევრს სცოდავდნენ. განსაკუთრებით, არაზუსტი პასების სიუხვე იყო თვალშისაცემი.

ტაიმის შუაწელიდან ქუთაისელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი მეტოქეს ხშირად აიძულებდნენ წესის დარღვევას და ამან შედეგიც გამოიღო. გაგა სინაურიძემ ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანა და მასპინძლები ისევ დააწინაურა - 13:7. შემდეგ კი ქუთაისელთა სამფაზიანი შეტევა ლევან გოგიამ ლელოთი დააგვირგვინა და პირველი ტაიმი "აიამ" 18:7 მოიგო.

შესვენების შემდეგ კობა გიორგაძისა და ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მოედანზე კიდევ უფრო მობილიზებულნი გამოვიდნენ და ანგარიშიც მალე გაზარდეს.

50-ე წუთზე გელა შალამბერიძემ თბილისელებს ხაზი გაუჭრა და მორიგი ლელო გაიტანა. სინაურიძემ მახვილი კუთხიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა, თუმცა, სანაცვლოდ, რამდენიმე წუთში საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა და, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა - 26:7.

"აიას" დაღლა დაეტყო და სტუმრებმა ამით კარგად ისარგებლეს. სანდრო ქავთარაძემ თითქმის მოედნის ცენტრიდან ჩათვლის მოედნამდე ისე გაირბინა, რომ მისთვის ხელი არავის შეუშლია. კავთიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და მატჩს მცირეოდენი ინტრიგა დაუბრუნდა - 14:26.

სტუმართა იმედებს მალე ცივი შხაპი გადაესხა. თბილისელები რაკში თამაშისთვის დაჯარიმდნენ, რასაც ილია გოგიშვილის გასინბინება მოჰყვა. სინაურიძემ კი მეტოქე არ დაინდო და მორიგი საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა - 29:14.

ქუთაისელები ამას არ დასჯერდნენ და მეტოქეს კიდევ ერთი ლელო გაუტანეს. შეცვლაზე შემოსულმა მერაბ მატკავამ მარცხენა ფრთაზე კარგად შეუტია. მართალია, სტუმრებმა მისი შეჩერება მოახერხეს, მაგრამ შეტევა ფრუიძემ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 34:14. "აიამ" ამ ლამაზი გამარჯვებით ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზე დაასრულა.

B ჯგუფი

თიბისი-ჯიქები 6:41, ყოჩები-ხარები 10:15

სატურნირო მდგომარეობა

1. აია - 25 ქულა, 2. ლოკომოტივი - 18, 3. ხარები -13, 4. ჯიქები - 11, 5. ყოჩები - 5, 6. თიბისი - 1.

12 მაისი

ნახევარფინალი

არმია-აია

ლოკომოტივი-ლელო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა