მთავარი პრიზისთვის ექვსი გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს: პოლონეთი, ინგლისი, საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, ისრაელი
წლეულს, 24-27 მაისს, თურქეთში 19-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება.

ფინალური ასპარეზობის ორი საგზურისთვის, მასპინძლებთან ერთად, ქართველები, მოლდოველები, ბელარუსები და კვიპროსელები იბრძოლებენ.

ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის საქართველოს ნაკრები, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, კარგა ხანია, ემზადება.

ჩვენმა ბიჭებმა რამდენიმე მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშეს, ათდღიანი შეკრება სერბეთში გაიარეს. სამი მაისიდან კი გორშოვში (პოლონეთი) "სლოვიანკას თასის" გათამაშებაში ჩაებნენ.

მთავარი პრიზისთვის აქ ექვსი გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს: პოლონეთი, ინგლისი, საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, ისრაელი.

ჩვენმა წყალბურთელებმა (შუბლაძე, ჩიქვინიძე, ხარჩილაძე, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე, სულაძე, ფავლენიშვილი, ჯახაია, ჩიკვაიძე, კაპანაძე) ასპარეზობის სტარტზე იოლად დაჯაბნეს უკრაინელები - 12:6 (3:0, 1:2, 2:2, 6:2), შემდეგ ბრიტანელებს სძლიეს 8:5 (2:2, 3:2, 1:1, 2:0). ნაკრების ხელმძღვანელები ყველაზე დაძაბულ მატჩს მასპინძლებთან ელოდნენ და ასეც მოხდა, თუმცა ქართველმა წყალბურთელებმა პაექრობის სამბურთიანი უპირატესობით მოგება მაინც შეძლეს - 17:14 (4:3, 4:4, 5:2, 4:5).

ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებსაც მიიჩნევდნენ. არადა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაზე იოლად სწორედ ეს გუნდი დაამარცხეს - 13:4. ჩომახიძის შეგირდებმა, ეტყობა, წინა ოთხ ორთაბრძოლას დიდი ენერგია შეალიეს. ამიტომ 6 მაისს "სლოვიანკას თასის" გათამაშების ბოლო ტურის პაექრობა ბელარუსებთან მძიმედ დაიწყეს და პირველი პერიოდი მინიმალური ანგარიშით (1:2) დათმეს, თუმცა მე-2 რვაწუთიან მონაკვეთში შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა - 3:1.

ბოლო ორი პერიოდი ფრედ (1:1, 4:4) დასრულდა. მატჩი ჩვენებმა 9:8 მოიგეს და ქულათა მაქსიმუმით მთავარი პრიზიც დაიმსახურეს.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

საქართველო 5 5 0 0 59:36 15

უკრაინა 5 3 0 2 42:43 9

პოლონეთი 5 2 1 2 42:39 7

ბელარუსი 5 2 0 3 44:43 6

ისრაელი 5 1 2 2 37:45 5

ინგლისი 5 0 1 4 33:51 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"