ჟურნალისტების ექსპერიმენტმა ეჭვქვეშ დააყენა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე სპორტსმენებისა და სტუმრების უსაფრთხოება

უცნაური და თამამი ექსპერიმენტი ჩაატარეს ერთ-ერთი ინგლისური გამოცემის ჟურნალისტებმა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე სპორტსმენებისა და სტუმრების უსაფრთხოება.

საქმე შემდეგში მდგომარეობს: გასულ უქმეებზე ლონდონში ოფიციალურად გაიხსნა ოლიმპიური სტადიონი. ცერემონიამ, რომელსაც 40 ათასი ადამიანი დაესწრო, შემდეგი ლოზუნგით ჩაიარა: "2012 საათი ოლიმპიადამდე".

ცერემონიის დასაწყისში ცაში აუშვეს საჰაერო ბურთები - მათ გასაშვებად სპეციალურ ღილაკს თითი დააჭირა ცხრა წლის გოგონამ. პროგრამაში აგრეთვე ჩართეს ლაზერული შოუ...

როგორც BBC News იუწყება, ცერემონიისას უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. სტრატფორტის რაიონს, სადაც სტადიონი მდებარეობს, პოლიციელების დიდი ჯგუფი და ვერტმფრენები იცავდა.

მაგრამ არც ისე მარტივად ყოფილა საქმე. ჟურნალისტებმა ოლიმპიური სტადიონის გახსნამდე ერთი დღით ადრე ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი შეიტანეს. როგორც The Sun წერს, რედაქციაში დარეკა უცნობმა, რომელმაც მოყვა იმის შესახებ, რომ დღის საათებში და საღამოს პარკის მოსამსახურეებს არ ამოწმებენ და იქაურ ტერიტორიაზე რაიმე აკრძალული ნივთის შეტანა პრობლემას არ წარმოადგენს.

ამის შემდეგ რეპორტიორებმა შექმნეს ბომბის მულიაჟი და ის ოლიმპიური ობიექტის ტერიტორიაზე შეიტანეს, თან იმ შენობის ფონზე, რომელშიც სპორტსმენები იცხოვრებენ. "ასაფეთქებელ მოწყობილობასთან" ფოტოებიც გადაიღეს.

მოგვიანებით ეს ფოტოები თამაშების ორგანიზატორებს გადაეცათ. უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიურ პარკში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა ბრიტანეთის მთავრობას ერთი მილიარდი ფუნტი დაუჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის