ანაკლიაში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს 8 ტურის შემდეგ ორი ლიდერი ჰყავს
ანაკლიაში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე 8 ტურის შემდეგ 6,5 ქულით ერთპიროვნულად ქუთაისელი მერი არაბიძე მეწინავეობდა.

მას ქულით ჩამორჩებოდა საქართველოს ნაკრების წევრი ბელა ხოტენაშვილი. 7 მაისს მე-9 ტურში სწორედ ამ ორი მოჭადრაკის დაპირისპირება იყო ცენტრალური.

ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით 36-ე სვლაზე აჯობა ახალგაზრდა მეტოქეს და ქულებით წამოეწია, უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით კი გათამაშების ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა.

ტურის დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ინგა ხურცილავა - ნაზი პაიკიძე 0:1, ინგა ჭარხალაშვილი - სალომე მელია 0,5:0,5, სოფიკო გურამიშვილი - მადონა ბოკუჩავა 0,5:0,5. სოფიკო ხუხაშვილი - სოფიო გვეტაძე 0:1, მაია ლომინეიშვილი - ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5.

ცხრა ტურის შემდეგ: ხოტენაშვილი, არაბიძე - 6,5-6,5, პაიკიძე, ბაციაშვილი - 5-5, გვეტაძე - 4,5, მელია, ჭარხალაშვილი, ბოკუჩავა, ლომინეიშვილი, გურამიშვილი - 4-4, ხურცილავა - 3,5, ხუხაშვილი - 3 ქულა.

8 მაისს, მე-10 ტურში, ერთმანეთს შეხვდებიან: ნაზი პაიკიძე - ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე - მაია ლომინეიშვილი, სოფიო გვეტაძე - ბელა ხოტენაშვილი, მადონა ბოკუჩავა - სოფიკო ხუხაშვილი, სალომე მელია - სოფიკო გურამიშვილი, ინგა ხურცილავა - ინგა ჭარხალაშვილი.

ერთი მარცხი სამი მოგების წილ

ესპანურ სალოუში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შორის ერთი ჩვენებურიცაა - დიდოსტატი ლევან აროშიძე, რომელმაც ზედიზედ სამი პარტია მოუგო მარინ ხოზე როდრიგესს, მიხაილ შროშკინს, დიდოსტატ რუსლან პოგორელოვს, მაგრამ მეოთხეში თავადაც დამარცხდა ვლადიმირ ბურმაკინთან, რომელსაც რეიტინგში მხოლოდ 4 პუნქტით ჩამორჩება.

ლიდერთა დანარჩენი პარტიებიც შედეგიანი აღმოჩნდა: სერგეი ფედორჩუკი - ალექსის გაბრერა 1:0, რობერტ ვიდალ ალომა - ვიქტორ მოსკალენკო 0:1, ხოზე კარლოს იბარა - ანდრის სტრებკოვსი 1:0, ჰიპოლინო ასისი - ვიქტორ მანუელ ვეჰი ბაჩი 1:0, ლეონარდო ვალდესი - დავიდ ლარინო 0:1.

ოთხი ტურის შემდეგ: ფედორჩუკი - 4, მოსკალენკო, ბურმაკინი, იბარა, ასისი - 3,5-3,5 ქულა. 10 მოჭადრაკეს, მათ შორის - აროშიძეს, 3-3 ქულა აქვს.

ტურნირზე, შვეიცარიული სისტემით, 9 ტური გათამაშდება.

"ბელამ მერი შეაჩერა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cisko
ბელა ხოტენაშვილი ერთპიროვნული ლიდერია
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა