თბილისის "დინამოს" კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ქუთაისური გუნდის საევროპო შანსებზე საუბრობს
...თბილისის "დინამოს" საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე შეიჭრა, საჯარიმოში ბურთი ჩაკიდა და გიორგი დათუნაიშვილმა ეფექტური დარტყმით თბილისელთა კარი აიღო.

როგორც შემდეგ გაირკვა, ქუთაისელთა 25 წლის ნახევარმცველმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, "ტორპედოს" გამარჯვება განაპირობა და თავის გუნდს, ფაქტობრივად, ევროპის ლიგის საგზური დაუბევა.

გიორგი დათუნაიშვილს განვლილ შეხვედრასა და გუნდის საევროპო შანსებზე ვესაუბრეთ.

- ფაქტობრივად, შენმა გოლმა ევროპის ლიგის საგზურის ბედი გადაწყვიტა...

- რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, მნიშვნელოვანი მატჩის ბედი ჩემმა გოლმა რომ გადაწყვიტა, მაგრამ ეს გოლიც ვერაფერს მოგვიტანდა, ბიჭებს მონდომებით რომ არ ეთამაშათ.

- თუმცა ჯერ ევროპის ლიგაზე გასვლა გარანტირებული არ გაქვთ. წინ კიდევ სამი ტურია და უპირატესობა უნდა შეინარჩუნოთ...

- ჩვენ არც ვთვლით, რომ სამეული და ევროთასების საგზური გარანტირებული გვაქვს. დარჩენილ სამ მატჩში ქუთაისში "დილასა" და "მეტალურგს" ვუმასპინძლებთ, გასვლაზე კი "ბაიას" შევხვდებით.

რუსთაველები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, "დილა" სერიოზულ გუნდად ყალიბდება და ნებისმიერი ლიდერის დამარცხება შეუძლია, ზუგდიდში სტუმრობა კი ყოველთვის რთულია და გარანტირებულ მოგებებზე ლაპარაკი სასაცილოც იქნება.

მაგრამ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, რაც ბიჭებს კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ, წარმატების მისაღწევად თავს არავინ დაზოგავს.

- ახლა უკვე შეიძლება "კარტების გახსნა" - რა დავალება გქონდათ თბილისის "დინამოსთან" და შენი აზრით, მეტოქეს რის ხარჯზე აჯობეთ?

- "კოლხეთთან" მატჩის შემდეგ "დინამოსთან" შეხვედრისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით. მიმაჩნია, რომ თბილისელთა თამაში კარგად შევისწავლეთ. ვიცოდით, რა პოზიციაზე არიან ძლიერები და სად უჭირთ.

მეტოქის ძლიერი რგოლების განეიტრალებას და სისუსტეების გამოყენებას შევეცადეთ და, ალბათ, ეს ურიგოდ არ გამოგვივიდა. ფაქტია, რომ პირველ ტაიმში საკმაოდ დიდ უპირატესობას ვფლობდით, მეორე ტაიმში კი "დინამო" უშედეგოდ უტევდა.

რაც მთავარია, დავალებები დავალებებად დარჩებოდა, ბიჭებს მწვრთნელის მითითებები რომ არ შეესრულებინათ და განსაკუთრებული მონდომებითა და სიფრთხილით არ ეთამაშათ. ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

"გიორგი დათუნაიშვილი: ამ შანს ხელიდან არ გაუშვებთ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა