ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უკრაინის ნაკრების 26 ფეხბურთელი ცნობილია

უკრაინის ნაკრების 26 ფეხბურთელი ცნობილია

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
პოლონელი კოლეგის, ფრანტიშეკ ჟმუდას შემდეგ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა ტურნირის მეორე მასპინძლის, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ ბლოხინმაც დაასახელა.

ბლოხინი მოსამზადებელ შეკრებაზე 26 მოთამაშეს წაიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სიიდან 29 მაისამდე სამი ფეხბურთელის ამოშლა მოუწევს. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ბლოხინმა დამატებით რვა ფეხბურთელის სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც შეკრებაზე არ წავლენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მზად უნდა იყვნენ.

ბლოხინის გუნდში, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის 15-იდან 25 მაისამდე თურქეთში მოემზადება, დონეცკის "შახტარის" ხუთი ფეხბურთელი და ორი ლეგიონერია - მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი და მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელი ანდრეი ვორონინი. ყველაზე მეტი ფეხბურთელი კი ბლოხინმა კიევის "დინამოდან" გამოიძახა - 10.

სიაში არ არის "შახტარის" ტრავმირებული მცველი დმიტრი ჩიგრინსკი, მაგრამ უკრაინელებს ამ უკანასკნელის არყოფნაზე მეტად სამეკარეო საკითხი ადარდებთ - როგორც იცით, უკრაინის ნაკრებს ევრო 2012-ზე საუკეთესო სამი კიპერი დააკლდება.

37 წლის პირველი ნომერი ალეკსანდრ შოვკოვსკი (კიევის დინამო) და ანდრეი დიკანი (სპარტაკი) ტრავმირებულები არიან, ხოლო ალეკსანდრ რიბკას (შახტარი) სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და დისკვალიფიცირებულია.

ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელთა პირველი მეკარე, სავარაუდოდ, "შახტარის" კარის დარაჯი ანდრეი პიატოვი იქნება. მასთან ერთად, ბლოხინმა 25 წლის ალეკსანდრ ბანდურას (დონეცკის "მეტალურგი"), 19 წლის მაკსიმ კოვალს (კიევის "დინამო") და 36 წლის ალეკსანდრ გორიაინოვს (მეტალისტი) უხმო.

ბანდურას უკრაინის ნაკრებში არცერთი შეხვედრა არ აქვს ჩატარებული, კოვალი ერთხელ იყო გამოძახებული, ვეტერანმა გორიაინოვმა კი ნაკრების ფორმა პირველად და უკანასკნელად ორი წლის წინ მოირგო.

ყოველი შემთხვევისთვის შერჩეულ რვა ფეხბურთელს შორის კი დებიუტანტებიც არიან: ალეკსანდრ ვოლოვიკი (მეტალურგი) და ალეკსანდრ კოვპაკი (არსენალი).

როგორც უკვე ვთქვით, ამ ფეხბურთელებს ბლოხინი თურქეთში არ წაიყვანს და წასაყვანთა სიას გაგაცნობთ. შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში საფრანგეთთან, ინგლისსა და შვედეთთან ერთად ითამაშებს.

მეკარეები: ანდრეი პიატოვი (შახტარი), ალეკსანდრ გორიაინოვი (მეტალისტი), მაკსიმ კოვალი (დინამო), ალეკსანდრ ბანდურა (მეტალურგი).

მცველები: ალეკსანდრ კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი, ვიაჩესლავ შევჩუკი (სამივე შახტარი), ევგენი ხაჩერიდი, ტარას მიხალიკი (ორივე დინამო), ვიტალი მანდსიუკი (დნიპრო), ევგენი სელინი (ვორსკლა), ბოგდან ბუტკო (ილიჩევეცი).

ნახევარმცველები: ალეკსანდრ ალიევი, დენის გარმაში, ოლეგ გუსევი, ანდრეი იარმოლენკო (ყველა დინამო), ევგენი კონოპლიანკა, რუსლან როტანი (ორივე დნიპრო), სერგეი ნაზარენკო (ტავრია), ტარას სტეპანენკო (შახტარი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი).

თავდამსხმელები: არტემ მილევსკი, ანდრეი შევჩენკო (ორივე დინამო), მარკო დევიჩი (მეტალისტი), ანდრეი ვორონინი (დინამო), ევგენი სელეზნიოვი (შახტარი).

რეზერვი: რომან ბეზუსი (ვორსკლა), ალეკსანდრ ვოლოვიკი (მეტალურგი), ედმარი (მეტალისტი), მაკსიმ კალინიჩენკო (ტავრია), ალეკსანდრ კოვპაკი (არსენალი), არტემ ფედეცკი (კარპატი), ანტონ შინდერი (ტავრია), ბოგდან შუსტი (შახტარი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა