ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალი" "დორტმუნდს" 10 მილიონ ევროს შესთავაზებს
შარშან მადრიდის "რეალმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ნური შაჰინი წაართვა, ახლა კი "სამეფო გუნდის" თავკაცი ჟოზე მოურინიო კიდევ ერთ გერმანიის ჩემპიონს უმიზნებს: ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, "რეალმა" თვალი დორტმუნდის პოლონელ მარჯვენა მცველს, ლუკაშ პიჟჩეკს დაადგა.

26 წლის ფეხბურთელს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი დაახლოებით 10 მილიონი ევროა - ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელები დორტმუნდელებს სწორედ ამდენს შესთავაზებენ.

პოპულარული ესპანური სპორტული გაზეთები "მარკა" და "ასი" წერენ, რომ პიჟჩეკი მოურინიოს სქემასა და კონცეფციას იდეალურად ესადაგება და რომ პოლონელი ნური შაჰინის ბედს, სავარაუდოდ, არ გაიზიარებს და "რეალში" მუდმივად სათადარიგოთა სკამის ხეხვა არ მოუწევს - ჟოზეს სწრაფი და ათლეტური ლუკაში, რომელსაც მთელი ფლანგის გაკონტროლება შეუძლია, ძირითადი შემადგენლობისთვის სჭირდება!

აღსანიშნავია, რომ "რეალს" სწორედ დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჭირს. მოურინიო სერხიო რამოსის ადგილს დაცვის ცენტრში ხედავს და იდეაში არბელოაც ცენტრალური მცველია, კარვალიო კი მადრიდულ გრანდს, სავარაუდოდ, დატოვებს. შესაბამისად, "რეალში" გადასვლის შემთხვევაში პიჟჩეკს შესანიშნავი შანსი უჩნდება, მოურინიოს გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდეს.

"ასის" ცნობით, მადრიდელები დორტმუნდელებს ოფიციალური წინადადებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიმართავენ, რადგან კონტინენტის პირველობაზე პოლონელ ფეხბურთელს კარგად დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.

ესპანური მედიის ცნობით, "რეალს" აინტერესებს, როგორ ითამაშებს პიჟჩეკი ისეთ საპასუხისმგებლო ტურნირზე, როგორიც ევრო 2012-ია. ფაქტია ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემთხვევაში პიჟჩეკის ფასიც გაიზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა