ბრძოლა ლონდონში, "აპტონ პარკის" სტადიონზე გაიმართება, სადაც თავის საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი "ვესტ ჰემ იუნაიტედი"
ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსნები - დევიდ ჰეი და დერეკ ჩისორა 14 ივნისს რინგზე შეხვდებიან ერთმანეთს. ბრძოლა ლონდონში, "აპტონ პარკის" სტადიონზე გაიმართება, სადაც თავის საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი "ვესტ ჰემ იუნაიტედი".

ჩისორამ 2012 წლის 19 თებერვალს გამოიწვია ჰეი ბრძოლაში. ეს ის დღეა, როცა მოკრივეებს შორის პრესკონფერენციაზე ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ინციდენტი ჩისორასა და უკრაინელ ვიტალი კლიჩკოს შორის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოხდა, რომელსაც ჰეი ესწრებოდა. თებერვლის ბოლოს დევიდმა განაცხადა, რომ არ შეხვდებოდა რინგზე ჩისორას.

არც ჰეისა და არც ჩისორას არ გააჩნიათ ბრიტანული საკრივო ლიცენზია. ჩისორამ ის ჰეისთან პრესკონფერენციაზე ჩხუბის შემდეგ დაკარგა, ჰეის ლიცენზია კი 2011 წლის შემოდგომაზე გააუქმეს, როცა მოკრივემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, რადგან ჰეისა და ჩისორას საკრივო ლიცენზიას ლუქსემბურგის კრივის ფედერაცია მიანიჭებს.

ასევე იტყობინებიან, რომ ამ შოუს ეგიდით გაიმართება სუპერმძიმე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი შეხვედრა. WBA-ს რეგულარული ჩემპიონი, 32 წლის რუსი ალექსანდრ პოვეტკინი ტიტულის დაცვას გამართავს აუცილებელ პრეტენდენტთან, 39 წლის ამერიკელ ჰასიმ რაჰმანთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა