ანაკლიაში 8 მაისს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა
ანაკლიაში 8 მაისს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.

კვლავ აღმავლობით ითამაშა ბელა ხოტენაშვილმა, რომელმაც ზედიზედ მესამე პარტია მოიგო - ამჯერად შავი ფიგურებით 36-ე სვლაზე სოფიო გვეტაძე დაამარცხა.

მისი უახლოესი კონკურენტი მერი არაბიძე, რვა ტურის განმავლობაში რომ ლიდერობდა, საქართველოს ჩემპიონ მაია ლომინეიშვილს მე-40 სვლაზე დაუზავდა და ერთპიროვნულად დაწინაურებულ ხოტენაშვილს ნახევარი ქულით ჩამორჩა.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ნაზი პაიკიძე-ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5, მადონა ბოკუჩავა-სოფიკო ხუხაშვილი 0:1, სალომე მელია-სოფიკო გურამიშვილი 0,5:0,5, ინგა ხურცილავა-ინგა ჭარხალაშვილი 1:0.

ათი ტურის შემდეგ: ხოტენაშვილი-7,5, არაბიძე-7, პაიკიძე, ბაციაშვილი-5,5-5,5, ლომინეიშვილი, მელია, გვეტაძე, ხურცილავა, გურამიშვილი-4,5-4,5, ბოკუჩავა, ჭარხალაშვილი, ხუხაშვილი-4-4 ქულა.

9 მაისს, ბოლო ტურში ითამაშებენ: ჭარხალაშვილი-პაიკიძე, გურამიშვილი-ხურცილავა, ხუხაშვილი-მელია, ხოტენაშვილი-ბოკუჩავა, ლომინეიშვილი-გვეტაძე, ბაციაშვილი-არაბიძე.

ერთი ხუთოსანი და ათი მდევარი

ესპანურ სალოუში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე გუშინდელ მე-6 ტურში ლიდერთა რვა შეხვედრიდან ხუთი პარტია ყაიმით დამთავრდა.

დაზავდნენ: სერგეი ფედორჩუკი-რუსლან პოგორელოვი, ალონსო ფრანკო-ვლადიმირ ბურმაკინი, ლევან აროშიძე-ალექსის გაბრერა, კარლოს იბარა-ვიქტორ მოსკალენკო, ჰიპოლიტო ასისი-დავიდ ლარინო; ხოლო ალვარეს მარტინმა, ლეონარდო ვალდესმა და ანდრის სტრებკოვსმა, შესაბამისად, რობერტ ალომას, მანუელ ვეჰის და სამუელ ნავარეტეს აჯობეს.

ექვსი ტურის შემდეგ 5 ქულით ისევ უკრაინელი სერგეი ფედორჩუკი მეწინავეობს. მას ნახევარ-ნახევარი ქულით ერთბაშად ათი მონაწილე, მათ შორის - აროშიძე ჩამორჩება. დღეს, მე-7 ტურში, ჩვენებური შავი ფიგურებით სტრებკოვსს დაუპირისპირდება, ფედორჩუკიც შავებით ბურმაკინს შეხვდება.

"ხოტენაშვილი ერთპიროვნულად დაწინაურდა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა