ჭაბუკთა A ლიგის A ჯგუფში სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორია - თბილისის გუნდები "ლელო" და "ჯიქები"
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგებში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ჭაბუკთა A ლიგის A ჯგუფში სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორია - თბილისის გუნდები "ლელო" და "ჯიქები".

ლელოელებმა სტუმრად შეძლეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება ქუთაისის პირველ გუნდთან. მატჩი მინიმალური სხვაობით თბილისელთა სასარგებლოდ დასრულდა - 22:21.

სატურნირო ცხრილში 13 ქულით "ლელო" მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს თბილისის "ჯიქები", რომელმაც დიდი ანგარიშით დაამარცხა "ჯვაროსნები" - 58:0.

ლიდერებს კვალში უდგას თბილისის "ივერია", რომელმაც ლიგის დებიუტანტ "წიქარას" სძლია - 44:5. ივერიელებს ათი ქულა დაუგროვდათ. მათ ორი ქულით ჩამორჩება ქუთაისის მეორე გუნდი, რომელმაც სტუმრად მოუგო თბილისის "ლოკომოტივს" - 14:11.

ჭაბუკთა A ლიგა. III ტური. A ჯგუფი

ჯვაროსნები-ჯიქები 0:58, ივერია-წიქარა 44:5, ქუთაისი 1-ლელო 21:22, ლოკომოტივი-ქუთაისი 2 11:14.

სატურნირო მდგომარეობა

1. ჯიქები - 14 ქულა, 2. ლელო - 13, 3. ივერია - 10, 4. ქუთაისი 2 - 8, 5. ქუთაისი 1 - 7, 6. ლოკომოტივი - 6, 7. ჯვაროსნები - 0, 8. წიქარა - 0.

დღემდე ორი დაუმარცხებელია B ჯგუფშიც - რუსთავის "ხარები" და თბილისის "აკადემია". ორივემ სამი შეხვედრა გამართა და სამივე დამაჯერებლად მოიგო.

მესამე ტურში "ხარებმა", რომელიც 14 ქულით პირველ ადგილზეა, შინ გაანადგურა თბილისის "ტორნადო" - 64:5.

"აკადემიას" კი მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია ერთ-ერთმა აუტსაიდერმა თბილისის "ყოჩებმა", თუმცა გამარჯვებას მაინც მიაღწია - 18:15.

მე-4 ტურში ერთმანეთს სწორედ "ხარები" და "აკადემია" დაუპირისპირდებიან, რომელთა ორთაბრძოლაშიც ჯგუფის რეალური ლიდერი გაირკვევა.

ლიდერების დავაში შეიძლება ჩაერთოს თბილისის "ხულიგანა", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ჭიათურის "იმერეთი" 45:10 და ახლა 10 ქულით მესამე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს და მეოთხეა ოზურგეთის "არწივები", რომელმაც სენსაციურად სძლია შინ "არმიას" - 22:8.

B ჯგუფი

ხარები-ტორნადო 64:5, არწივები-არმია 22:8, იმერეთი - ხულიგანა - 10:45, აკადემია-ყოჩები 18:15.

სატურნირო მდგომარეობა

1. ხარები - 14 ქულა, 2. აკადემია - 13, 3. ხულიგანა - 10, 4. არწივები - 10, 5. არმია - 6, 6. ყოჩები - 3, 7. ტორნადო - 2, 8. იმერეთი - 0.

"დაუმარცხებლები და უცნაური ანგარიშები" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა