გორის "დილას" კაპიტანი საქართველოს ჩემპიონატში გარიგებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს
ლაშა სალუქვაძე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 8 წლის შემდეგ დაუბრუნდა და გორის "დილაში" ჩაირიცხა.

ორი ტურის წინ გორელთა კაპიტანმა პრინციპული დაპირისპირება რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ გამოტოვა. მას მონაწილეობა ამ გუნდების არც პირველ შეხვედრაში მიუღია.

რა იყო უთამაშებლობის მიზეზი ამ მატჩებში? ამ და სხვა თემებზე "ლელო" ლაშა სალუქვაძეს ესაუბრა:

- ორი ტურის წინ რუსთავში" მეტალურგის" წინააღმდეგ პრინციპულ დაპირისპირებაში მონაწილეობა შენ და კიდევ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა არ მიიღეთ. თანაც, პირველ დაპირისპირებაზეც იყო გარკვეული მითქმა-მოთქმა. ამ შეხვედრებში წამყვანი ფეხბურთელების არყოფნას რით ახსნით?

- გარიგებასა და მსგავს რაღაცეებზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენ გარანტირებული არ გვაქვს ევროსაგზური და ვიბრძვით მესამე ადგილისთვის, რათა უეფაზე მოხვედრის შანსი არ გავუშვათ ხელიდან.

ჩემს უთამაშებლობას რაც შეეხება, გეტყვით, რომ ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ხელოვნურ საფარზე ვარჯიშიც კი მიძნელდება. ნაოპერაციები კუნთი ხელოვნურზე მალე მტკივდება.

- ხოჯავა და ვაწაძე?

- ხოჯავას მუხლის ტრავმა აწუხებს. როგორც ვიცი, ვაწაძესაც რაღაც სტკიოდა.

- ხელოვნურ საფარზე იმავე "მეტალურგის" წინააღმდეგ "მცხეთა პარკზე" ხომ ითამაშეთ, ახლა გახდა მინდორი პრობლემა?

- დიახ, ვითამაშე და თვენახევარი მტკიოდა კუნთი. რატომ გავიმიზეზო? გუნდს ჰყავს საკმაოდ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა და მწვრთნელმა შანსი მისცა სხვა ფეხბურთელებს. თავად ვთხოვე დასვენება და ეს მწვრთნელის სურვილი არ ყოფილა.

- გუნდისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია - თასის მოგება თუ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავება?

- რა თქმა უნდა, თასი. თუ ფინალს მოვიგებთ, ავტომატურად უეფაზეც გავდივართ, თუმცა გარანტირებული არაფერია და მესამე ადგილიდანაც უნდა ვეცადოთ გასვლას. თუმცა, ვიმეორებ, თუ ფინალს მოვიგებთ, უკეთესი იქნება.

- თუ ევროსაგზურს მოიპოვებთ, მზადაა "დილა", ღირსეულად გამოვიდეს ევროსარბიელზე?

- ვფიქრობ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სჭირდება გუნდს. ჩვენი ჩემპიონატი მაინც არ არის ისეთი მაღალი დონის და აქ გუნდები გპატიობენ შეცდომებს. ევროსარბიელზე გაცილებით მაღალი კლასის გუნდებთან გიწევს თამაში და იქ არავინ დაგინდობს. მაღალი დონის რამდენიმე მოთამაშე გააძლიერებდა "დილას".

- ლეგიონერები გყავს მხედველობაში?

- თუნდაც ლეგიონერი იყოს, მაგრამ საქართველოშიც არიან კარგი ფეხბურთელები.

- საქართველოს ჩემპიონატს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდი. დონე მომატებული დაგხვდა?

- 8 წლის წინათ, როდესაც აქ ვთამაშობდი, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ ჩვენს ჩემპიონატში. ერთი პერიოდი ჩავარდნა იყო. ახლა უკეთესობისკენ არის ძვრები, თუმცა ჯერ კიდევ შორსა ვართ სასურველ დონემდე.

ინფრასტრუქტურა, ბაზები - აქედან იწყება ყველაფერი. საკუთარი სავარჯიშო და სათამაშო მოედანი თუ გექნება, უკვე სხვა მიდგომაა.

- გულშემატკივარს აინტერესებს, ამ სეზონის დასრულების შემდეგ დარჩები თუ არა "დილაში"?

- ჯერ ამ თემაზე არ გვილაპარაკია. კონტრაქტი დამიმთავრდება და შემდეგ გადავწყვეტ დარჩენა-არდარჩენის საკითხს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zesta
ვის ატკუებ ჰაწკობილი არ იკო ცადი რუსეტჰი და იკ ატკუე ხალხი ზესტას რომ ჰეხვტებიტ კვიჰაზედას ატამაჰებ ოგონ არ მოიგოს
mana
რაში გჭირდებათ სალუქვაძის კომენტარი, დილა-მეტალურგის თამაშები ისეთი გაბაზრებული იყო, მარტო ზედა ეშელონებში კი არა, უბრალო ხალხმაც მაგარი ფული გააკეთა
irakli1805
კარგი რა მაში არ მტიკოდა ახლა მტკივა მაგას ვი ჭმას მეტალურგს რო ქულები დაუთმეთ ეს ხო ნაღდეია. მაგრამ ხო არ იტყვის გარიგებული თAმაში იყო
giorgi
რა ნამუსიტ უარკოპ გარიგებულ ტამაცჰებს. ბოლოსდაბოლოს ვიგაცამ ხომ უნდა ტკვას სლმარტლე იმ სიბინდზურეზე რაც კარტულ პეხბურტცჰი ხდება. 3 ტვიტ ადრე იკო კველასტვის ცნობილი რომ გორის დილა ტასის პინალცჰი გავიდოდა. ხოლო რუსტავი ცჰემპიონი გახდებოდა. რუსტავს ერტი ნაგდი ტამაცჰი არ უტამაცჰია. ტუმცა იტამაცჰა ერტი და ისიც ცააგო ზესტაპონტან სახლცჰი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა