ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტი კვლავ მიუბრუნდა გარიგებული მატჩების თემას

იტალიური ფეხბურთი სკანდალების გარეშე ვის გაუგია და აგერ, სულ ახალი ამბავი, რომელმაც აპენინური სპორტული პრესის ფურცლები ელვის სისწრაფით მოიარა - საქმე იმაშია, რომ ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტი კვლავ მიუბრუნდა გარიგებული მატჩების თემას და ახალი დამნაშავეები, უფრო სწორად, ჯერ ეჭვმიტანილები გამოავლინა, რომელთა რაოდენობა 61-ს უდრის.

ლაპარაკია 33 ჩაწყობილ თამაშზე, რომელთაგან 29 სერია B-შია გამართული. აქვე იმ გუნდების ჩამონათვალს გადავხედოთ, რომლებიც გარეულნი არიან ამ საშარო საქმეში: ალბინოლეფე, ანკონა, ასკოლი, ავეზა, კრემონეზე, ემპოლი, ფროზინონე, გროსეტო, ლივორნო, მოდენა, მონცა, პადოვა, პესკარა, პიაჩენცა, რავენა, რეჯინა, რიმინი, სამპდორია, სპეცია.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯანკარლო აბეტემ გააკეთა და ბოლოს, სწორედ მას გადავცეთ სიტყვა: "გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს პრობლემა იტალიურ ფეხბურთში იარსებებს.

კარგად მესმის, რომ ასეთი სკანდალები კალჩოს იმიჯზე კარგად არ მოქმედებს, მაგრამ პრობლემაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. იქნება თუ არა საჯარიმო სანქციები? - ეს იმაზეა დამოკიდებული, დაუმტკიცდებათ თუ არა კონკრეტულ ფეხბურთელებს და გუნდებს დანაშაული; ვფიქრობ, რომ იქნება და თანაც, მკაცრი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა