18-კაციან სიაში ქვეყნის, პრაქტიკულად, ყველა უძლიერესი კალათბურთელი მოხვდა, მათ შორის, NBA-ს ვარსკვლავები - ტონი პარკერი, ნიკოლა ბატუმი, ჟოაკიმ ნოა და სხვები
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

18-კაციან სიაში ქვეყნის პრაქტიკულად ყველა უძლიერესი კალათბურთელი მოხვდა, მათ შორის NBA-ის ვარსკვლავები - ტონი პარკერი, ნიკოლა ბატუმი, ჟოაკიმ ნოა და სხვები.

სავარაუდოდ, ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს "ბოსტონ სელტიქსის" წევრი მიკაელ პიეტრუსი, რომელიც რეზერვისტთა სიაშია შეყვანილი.

საფრანგეთის ნაკრების წინასწარი განაცხადი ასე გამოიყურება:

მცველები - ენდრიუ ალბისი ("გრაველენი"), როდრიგ ბობუა ("დალასი", NBA), ტონი პარკერი ("სან ანტონიო" , NBA), სტიდ შიკამბუ ("შალონი"), იანიკ ბოკოლო ("გრაველენი"), ფაბიენ კაზერი ("შოლე"), ნანდო დე კოლო ("ვალენსია");

ფორვარდები - ნიკოლა ბატუმი ("პორტლენდი" , NBA), იაკუბა დიავარა ("ვარეზე", იტალია), მიკაელ ჟელაბალე ("ხიმკი", რუსეთი), შარლ კაუდი ("დე მანი"), ბორის დიაო ("სან ანტონიო" , NBA), ფლორან პიეტრუსი ("ვალენსია", ესპანეთი);

ცენტრები - ხოაკიმ ნოა ("ჩიკაგო" , NBA), იან მაინმი ("დალასი" , NBA), რონი ტურიაფი ("მაიამი" , NBA), ალი ტრაორე ("ლოკომოტივ-ყუბანი", რუსეთი), კევინ სერაფინი ("ვაშინგტონი" , NBA).

პიეტრუსის გარდა, სარეზერვო სიაში მოხვდნენ მცველები ევან ფურნიე ("პუატიე"), ტომას ერტელი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი) და ერვინ ჯექსონი ("ვილერბანი"), ფორვარდი კიმ ტილი ("ვილერბანი") და ცენტრი ალექსის აჟინკა ("სტრასბური").

"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერი დუეინ უეიდი, რომელმაც ამ სეზონის მსვლელობისას რამდენიმე უსიამოვნო ტრავმა გადაიტანა, დარწმუნებული არ არის, რომ 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

"უნდა დავაკვირდე, როგორ ვიგრნობ თავს პლეი ოფის შემდეგ. საქმე ჯანმრთელობას ეხება. ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულს ჯანმრთელი შევხვდე", - ამბობს უეიდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ლეგენდარული კანადელი კალათბურთელი, "ფინიქს სანზის" 38 წლის გამთამაშებელი სტივ ნეში კანადის ნაკრების გენერალური მენეჯერის პოსტზე დაინიშნა, - იტყობინება სააგენტო AP.

ამ გუნდმა შარშან, სექტემბერში ვერ შეძლო ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება და მას შემდეგ კანადელები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ.

ნეშის თანაშემწედ როუენ ბარეტი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ კანადის ნაკრებს 2000 წლის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა