ხოტენაშვილმა 11 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა და საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა
საერთაშორისო დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა წლევანდელ სეზონში, იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ ოთხიოდე თვეა გასული, უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს: თურქეთში ევროპის ქალთა მე-12 ინდივიდუალურ ჩემპიონატში 7,5 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მერე ჩინეთის წრიულ ტურნირში, სადაც მასპინძელთაგან, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანის გარდა, ყველა უძლიერესი და უკრაინის ნაკრების წევრი მარია მუზიჩუკი ასპარეზობდნენ, მეორე ადგილზე გავიდა და, აი, ახალი გამარჯვებაც: 9 მაისს ანაკლიაში დამთავრდა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 69-ე ეროვნული ჩემპიონატი 12 მანდილოსნის მონაწილეობით.

ბოლო ტურის წინ ხოტენაშვილი 7,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობდა და ოქროს მედლის მოსაპოვებლად ნახევარი ქულაც ჰყოფნიდა. მადონა ბოკუჩავასთან თეთრი ფიგურებით 49-სვლიანი მარათონის შემდეგ 64-უჯრიან დაფაზე საყაიმო პოზიცია შეიქმნა და მეტოქენიც დაზავდნენ.

ხოტენაშვილმა 11 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა და საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა ახალგაზრდა ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატი მერი არაბიძე. მართალია, იგი გუშინ შავი ფიგურებით ნინო ბაციაშვილთან დამარცხდა, მაგრამ ეს შედეგიც საკმარისი აღმოჩნდა ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად. სამაგიეროდ, ბაციაშვილმა 6,5 ქულას მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ბოლო ტურის დანარჩენი შეხვედრები: ინგა ჭარხალაშვილი - ნაზი პაიკიძე 0,5:0,5, სოფიკო გურამიშვილი - ინგა ხურცილავა 1:0, სოფიკო ხუხაშვილი - სალომე მელია 0:1, მაია ლომინეიშვილი - სოფიო გვეტაძე 0,5:0,5.

მეოთხე-მეთორმეტე ადგილებზე გავიდნენ: ნაზი პაიკიძე - 6, სალომე მელია - 5,5, სოფიკო გურამიშვილი - 5,5, მაია ლომინეიშვილი - 5, სოფიო გვეტაძე - 5, მადონა ბოკუჩავა - 4,5, ინგა ჭარხალაშვილი - 4,5, ინგა ხურცილავა - 4,5, სოფიკო ხუხაშვილი - 4 ქულა.

ჩემპიონატზე დაწესებული იყო საპრიზო ფონდი - 13 500 ლარი, რომელიც ასე განაწილდა: ხოტენაშვილი - 4000, არაბიძე - 3500, ბაციაშვილი - 3000, პაიკიძე - 2000, სალომე მელია - 1000 ლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

simartle
გილოცავთ,გვჯერა,ვამაყობთ.ერთერთი უძლიერესი ხარ საქართველოში.რეიტინგი კიდევ უფრო გავზარდოთ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა