აღმოსავლეთ ზონის A ჯგუფში შვიდი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორია - თბილისის "ჯიქები" და "არმია"
მორიგი ტურის მატჩები გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა B ლიგის გათამაშებაში. შეგახსენებთ, რომ აქ გუნდები ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონაში არიან განაწილებულნი, რომლებშიც ასევე ორი, A და B ჯგუფებია.

აღმოსავლეთ ზონის A ჯგუფში შვიდი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორია - თბილისის "ჯიქები" და "არმია".

როგორც ჩანს, პლეი ოფში გასვლის მთავარი კანდიდატებიც ეს გუნდები იქნებიან. მათ კვალში უდგანან და კონკურენციის გაწევას ცდილობენ რუსთავის "ხარები" და თბილისის "ტორნადო".

მე-7 ტურში "არმია" სტუმრად შეხვდა პატარძეულის "ვეფხვებს" და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 58:0. "ჯიქებმა" კი ასევ დიდი ანგარიშით სძლია თბილისის "ივერიას" - 40:0. მომდევნო ტურში სწორედ ლიდერთა რკენაა. "არმიას" ამჟამად 32 ქულა აქვს და "ჯიქებს" ოთხი ქულით უსწრებს. ამ გუნდს კი ერთი თამაში თადარიგში აქვს.

რუსთავის "ხარებმა", რომელიც 22 ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად მოუგო მშრალი ანგარიშით თბილისის "ყოჩებს" - 20:0. "ტორნადო" კი, რომელიც რუსთაველებს ორი ქულით ჩამორჩება, ამ ტურში ისვენებდა.

დიდი ანგარიშებით დასრულდა ამ ჯგუფის კიდევ ორი შეხვედრა: დებიუტანტმა თბილისის "ჯვაროსნებმა" შინ დაამარცხა თელავის "მუტრუკები" - 47:3. თბილისის "ლელოს" პირველმა გუნდმა კი მეორეს 78:0 სძლია.

აღმოსავლეთი ზონა. A ჯგუფი

ჯიქები-ივერია 40:0, ყოჩები-ხარები 0:20, ჯვაროსნები-მუტრუკები 47:3, ლელო 1-ლელო 2 78:0, ვეფხვები-არმია 0:58.

სატურნირო მდგომარეობა

1. არმია - 32 ქულა, 2. ჯიქები - 28, 3. ხარები - 22, 4. ტორნადო - 20, 5. ლელო 1 - 18, 6. ყოჩები - 16, 7. ჯვაროსნები - 15, 8. ივერია - 10, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 0, 11. მუტრუკები - 0.

B ჯგუფში დაუმარცხებელი აღარავინაა. თბილისის "აკადემიამ", რომელიც აქამდე გათამაშების ლიდერი იყო, პირველად მეხუთეადგილოსან თბილისის "არმაზთან" წააგო - 6:15. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე კი თბილისის "ლოკომოტივის" პირველი გუნდი გადაბარგდა. "უმცროსმა რკინიგზელებმა" გათამაშების დებიუტანტ თბილისის "წაქარას" შანსი არ დაუტოვა - 77:0.

სასიამოვნო მოულოდნელობაა გურჯაანის "კახების" შესანიშნავი ასპარეზობა. კახელებმა მე-7 ტურში სტუმრად დაამარცხეს გათამაშების კიდევ ერთი დებიუტანტი თბილისის "ჩოხოსნები" - 35:0 და 25 ქულით მეორე ადგილზე არიან.

ლიდერებს ბევრად არ ჩამორჩება თბილისის "ხულიგანა", რომელიც 23 ქულით მე-4 ადგილზეა. ხულიგანელებმა სტუმრად კასპში "თსუ ლომებთან" სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვეს - 120:0.

B ჯგუფი

თსუ ლომები-ხულიგანა 0:120, აკადემია-არმაზი 6:15, ჩოხოსნები-კახები 0:35, წიქარა-ლოკომოტივი-1 0:77, თიბისი-ლოკომოტივი 26:5.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლოკომოტივი 1 - 27 ქულა, 2. კახები - 25, 3. აკადემია - 24, 4. ხულიგანა - 23, 5. არმაზი - 23, 6. მიმინო - 14, 7. ჩოხოსნები - 14, 8. თიბისი - 12, 9. თსუ ლომები - 6, 10. ლოკომოტივი 2 - 2, 11. წიქარა - 0.

დასავლეთი ზონის ორივე, A და B ჯგუფებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისური გუნდები ლიდერობენ.

A ჯგუფში ქუთაისის პირველ გუნდს, რომელსაც აქამდე ჯერ არ წაუგია და 23 ქულით პირველ ადგილზეა, ასევე დაუმარცხებელი ფოთის "რაინდები" უწევს კონკურენციას. ფოთელები ქუთათურებს სამი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

"ქუთაისი 1"-მა განვლილ ტურში თანაქალაქელთა მეოთხე გუნდი დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში - 15:12. "რაინდები" კი ამჯერად ისვენებდა.

მეოთხეადგილოსანმა "ადიგენმა" შინ მოუგო "ქუთაისი 5"-ს - 20:7. ასპინძის "ლომები" კი შინ ვერას გახდა "ბორჯომთან" - 5:57.

დასავლეთი ზონა. A ჯგუფი

ლომები-ბორჯომი 5:57, ადიგენი-ქუთაისი 5 20:7, ქუთაისი 4-ქუთაისი 1 12:15.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქუთაისი 1 - 23 ქულა, 2. რაინდები - 20, 3. ქუთაისი 4 - 16, 4. ადიგენი - 10, 5. ბორჯომი - 9, 6. ქუთაისი 5 - 5, 7. ლომები - 0.

B ჯგუფში დაუმარცხებელი ერთიღა დარჩა - ეს ქუთაისის მესამე გუნდია, რომელმაც შინ გაწბილებული გაისტუმრა საჩხერის "ჯრუჭი" - 51:0. ქუთათურებს ახლა 29 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. მათ რვა ქულით ჩამორჩება "ქუთაისი 2", რომელიც განვლილ ტურში ისვენებდა.

მეორე მატჩი მოიგო ოზურგეთის "არწივებმა". ამ გუნდმა სტუმრად შეძლო სატურნირო ცხრილის მეზობლის, ჭიათურის "იმერეთის" ძლევა - 17:12.

სატურნირო ცხრილში წინ წაიწია "ქობულეთმა", რომელმაც სტუმრად აუტსაიდერი "ქუთაისი 6" დაამარცხა - 41:5. ქობულეთელებს ახლა 11 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.

B ჯგუფი

ქუთაისი 6-ქობულეთი 5:41, ქუთაისი 3-ჯრუჭი 51:0, იმერეთი-არწივები 12:17.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქუთაისი 3 - 29 ქულა, 2. ქუთაისი 2 - 21, 3. ქობულეთი - 11, 4. არწივები - 10, 5. იმერეთი - 10, 6. ჯრუჭი - 6, 7. ქუთაისი 6 - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Qartveli
თხოვნა მაქვს,სტატიის ავტორთან ვინც ბავშვთა რაგბზე წერს.. გთხოვთ, ფოთის გუნდზე დაწერეთ ფოთის "კოლხი რაინდები" და არა უბრალოდ "რაინდები" გმადლობთ !
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე