უახლოეს დღეებში საქართველოში აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის პრეზიდენტი ჩამოვა
ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით, უეფა-ში განაცხადის შეტანის საკითხს საქართველო და აზერბაიჯანი უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა, უახლოეს დღეებში საქართველოში აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის პრეზიდენტი ჩამოვა და ამ თემაზე მასთან მოლაპარაკებები გაიმართება.

ამასთან, ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადის უეფა-ში შეტანის ბოლო ვადა 15 მაისია.

ამ დროისთვის განაცხადი მხოლოდ თურქეთს აქვს შეტანილი, რომელიც ტურნირის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი მხრიდან მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა სპორტულმა გამოცემა azerisport.com-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევრო 2020-ის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოსთან ერთად მასპინძლობაზე აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, უარს იტყვის.

გამოცემა წერდა, რომ აზერბაიჯანი 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის განაცხადზეა ფოკუსირებული და ამ პირობებში პარალელურად საფეხბურთო მიმართულებით მუშაობა არასწორი იქნება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევრო 2020-ის მასპინძლობის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტისას გამოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა