ქართველი ნახევარმცველის აგენტი შიშობს, რომ ვალერი კარპინის გუნდში ჯანო დაიკარგება
ვინ გაწვრთნის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის გუნდს - მოსკოვის "სპარტაკს" და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ამ კლუბში ჩვენებურის ბედი, გადაჭრით ძნელი სათქმელია.

გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ვალერი კარპინი ჯერჯერობით კვლავაც რჩება "წითელ-თეთრების" დამრიგებლად და, როგორც ჩანს, მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯანოს საქმე უკეთესობისკენ არ წაუვა.

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის მიწურულს ანანიძემ ტრავმა კვლავ მიიღო, თუმცა ბოლო ცნობებით, საგანგაშო არაფერია და ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობს.

ამასობაში კი ქართველი ნახევარმცველის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ რუსულ საიტ Life Sports-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მოსკოვურ კლუბში თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

- რატომაა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოედანზე ასე იშვიათად ჩნდება?

- რამდენჯერაც ვცადე კარპინთან დალაპარაკება, მიღებაზე იმდენჯერ უარი მივიღე. როგორც ჩანს, საჭიროდ არ მიიჩნევს ჩემი აზრის მოსმენასა და ჩემი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემას. გეტყვით, კარპინი ძალიან ამაყია!

ბოლო დროს ბიჭი მოედანზე მხოლოდ ერთხელ, "რუბინთან" მატჩში შეუშვა და ჯანოს ურიგოდ ნაღდად არ უთამაშია. მიეცა თამაშის საშუალება კიდევ! თვითონ არ ამბობდა, რომ ჯანომ კარგად ითამაშაო? მაგრამ, არა!

არადა, ჯანოს თამაში სწორედ რომ ახლა სჭირდება. დღეს თუ ვერ ითამაშებს, დაიკარგება.

ყველაფერი მარტივია: თუ არ გჭირდება, გაყიდე! ბოლო-ბოლო, იჯარით მაინც გაუშვი. არადა, კარპინს ეს ფეხბურთელი ძალიან უყვარს და ეს კარგად ვიცით.

- ჯანოს სხვა კლუბებიდან მიწვევა ჰქონდა?

- დიახ, მას შეეძლო, ახლა არა "სპარტაკში", არამედ ლონდონის "არსენალში" ეთამაშა.

ჩვენ გვქონდა შემოთავაზება ინგლისური კლუბიდან. "არსენალს" ძალიან უნდოდა მისი გადაბირება, მაგრამ "წითელ-თეთრებმა" არ გაუშვა. გასაოცარია, არ უშვებ, ნუ უშვებ, ათამაშე მაინც! მაგრამ, არა! სიმართლე გითხრათ, რა უნდა ვალერი კარპინს, ვერ გამიგია!

აფსუს, მაშინ ჯანო ლონდონში რომ წასულიყო, დღეს რა ფეხბურთელი იქნებოდა! აქ კი ბიჭს სტანჯავენ. ჯანოს ძალიან უნდა თამაში და რაც ხდება, იმით ძალიან დაღონებულია, ლამისაა ატირდეს, ის ხომ ჯერაც ბავშვია.

"სპარტაკში" ჩარიცხვამდე ჯანო კიევის "დინამოში" თამაშობდა. გარკვეული დროის შემდეგ "სპარტაკიდან" სმოლენცევი დამიკავშირდა და ბიჭის სინჯებზე მიყვანა მთხოვა, რის შემდეგაც მოვილაპარაკეთ ჯანოს "სპარტაკში" გადასვლაზე. არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, ანანიძე "დინამოში" რომ დარჩენილიყო.

- რატომ აუკრძალა ჯანოს კლუბმა პრესასთან ურთიერთობა?

- ესეც არ მესმის. მაშინაც კი, როდესაც ანანიძე სამშობლოში ჩადის, მასთან საუბარი ყველას უნდა, ყველას აინტერესებს მისი ამბავი, მაგრამ ხმას ვერ იღებს, რადგან "სპარტაკში" ამის გამო დააჯარიმებენ. რატომ - არ ვიცი. ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი და ილაპარაკოს, რაც უნდა. "სპარტაკში" კი ბიჭებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

- ვალერი კარპინის ამჟამინდელ მდგომარეობაზე "სპარტაკში" რას იტყვით?

- მიმაჩნია, რომ გუნდში ან მხოლოდ გენერალური დირექტორი უნდა იყო, ან მთავარი მწვრთნელი. ერთდროულად ორ თანამდებობაზე მუშაობა წარმოუდგენელია. მწვრთნელს დამატებითი საზრუნავი არ უნდა ჰქონდეს და მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდეს.

ან ფინანსებს უნდა მიხედო, ან - ფეხბურთს. კარპინი კი, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ ერთბაშად ყველაფერზე ფიქრი შეუძლია.

mentalitet
ჯანოს მგლის მუხლი აქვს... ვერ დააჩოქებენ.. ჟაააანო იზ ტეხ იიგრაკოვ... კტოოო მოოოჟეტ კლააასნა Fინტიწ!..
ilia
მომავალი სეზონიდან ემერი გაწვრთნის სპარტაკს და ის ათამაშებს თუ ზეწოლა არ მოახდინა გუნდის უფროსობამ
jokua
ჩელებაძე რომ გეყოლება აგენტად....
tuga
ჩელებაძეს ...... ფული ხომ აიღო და რას დაეძებს
grigala
შეილება არც არავინ წაიკითხოს ჩემი კომენტარი მარა მაწიხებს და უნდა ვთქვა, თავიდანვე ვიცოდი რო რუსეთში ეს ბიჭჳ ამაზე მეტად ვერ გაიქაცებოდა, იმიტო რო ქართველია და იქ არ მიცემენ არცერთ ქართველს წინსვლის საშუალებას. უნდა გადასულიყო სხვა კლუბში, სხვა ქვეყანაჳ და ნახავდით რა დონეზე ითამაშებდა. მაგ ჩელებაძემ თუ ვიღაცამ არ მოინდომა თორე არსენალშიც ითამაშებდა ჯანო ეხა.
Burton
ჩელებაძე, მერე რას ფიქრობდი 5 წლიან კონტრაქტს რომ აფორმებინებდი?! უშველეთ ვინმემ ამ ბავშვს!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა