მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს ძალიან უნდა "რომაში" დარჩენა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ მას იტალიის დედაქალაქის დატოვება მოუწევს
მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს ძალიან უნდა "რომაში" დარჩენა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ ესპანელ სპეციალისტს იტალიის დედაქალაქის დატოვება მოუწევს.

მის ხელში "ჯალოროსიმ" მხოლოდ ფრაგმენტულად ითამაშა კარგად და შედეგიც ვერ მოიმკა. ამიტომ უკვე აქტიურად საუბრობენ მის შესაძლო მემკვიდრეებზე და კანდიდატებიც უხვად სახელდება. აქამდე ყველაზე ხშირად ანდრე ვილაშ ბოაშის სახელი ისმოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვინჩენცო მონტელამ წამოიწია წინა პლანზე.

"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ცნობის თანახმად, მონტელა უახლოეს დღეებში "რომას" სპორტულ დირექტორს, ფრანკო ბალდინის შეხვდება და მშობლიურ გუნდში შესაძლო დაბრუნების შესახებ მოლაპარაკების პირველ ეტაპს გამართავს.

"კორიერე" კიდევ უფრო წინ წავიდა და მონტელას "ჯალოროსიში" დაბრუნება გადაწყვეტილ ამბად გამოაცხადა. სანამ სიტყვას თავად მონტელას გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ ვინჩენცო ამჟამად "კატანიას" მთავარი მწვრთნელია და მის ხელში სიცილიური გუნდი საკმაოდ კარგად ასპარეზობს. "კატანიამდე" კი მონტელა სწორედ "რომას" დამრიგებელი იყო და მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ლუის ენრიკეთი ჩაანაცვლეს.

მოვუსმინოთ ვინჩენცოს:

"სიმართლე გითხრათ, რომიდან ნაწყენი წამოვედი, მაგრამ ამის გამო მშობლიურ გუნდზე გულს ვერ ავიცრუებ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი "ჯალოროსიში" დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავია.

ბალდინისთან შეხვედრას მართლაც ვაპირებ, მაგრამ ჯერ მხოლოდ სეზონის უკანასკნელ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. "კატანიას" მწვრთნელი ვარ და სანამ ეს ასეა, ჩემი უმთავრესი საზრუნავი და საფიქრალი სიცილიური გუნდია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

roman
"მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს ძალიან უნდა "რომაში" დარჩენა"/_ ლუის-ენრიკემ თავად გადაწყვიტა რომას დატოვება ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ, მიუხედავად ხელმძღვანელობის დაჟინებული თხოვნისა, რომ დარჩენილიყო.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა