ესპანელი მერვედფინალში მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოხერხებულ მეტოქეს - ასევე ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს ხვდებოდა
10 მაისს მადრიდის მასტერსზე დიდი სენსაცია მოხდა: ტურნირს გამოეთიშა მთავარი ფავორიტი, "გრუნტის მეფედ" აღიარებული რაფაელ ნადალი.

ესპანელი მერვედფინალში მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოხერხებულ მეტოქეს - ასევე ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს ხვდებოდა. აქამდე ეს ჩოგბურთელები 13-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ყოველთვის გამარჯვებული ნადალი გამოდიოდა.

პირველივე სეტში გამოჩნდა, რომ ამ მატჩში რაფას სერიოზული პრობლემები ელოდა. ვერდასკომ პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ ნადალმა მაშინვე დაიბრუნა დაკარგული. თანაც, ეს გეიმი ფერნანდომ ორმაგი შეცდომით დაასრულა, რომელიც მესამე იყო ახლად დაწყებულ მატჩში.

შემდეგი ბრეიკი მეექვსე გეიმში შედგა და მისი ავტორი ვერდასკო გახდა. ფერნანდომ 4:2 წაიყვანა ანგარიში და შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება. ბოლოს მან ეისით დაასრულა სეტი - 6:3. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში "ვინერსების" შეფარდება იყო 15:3 ვერდასკოს სასარგებლოდ. უნებლიე შეცდომა ნადალს ოდნავ ნაკლები ჰქონდა - 13 16-ის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, რაფას დანებება არც უფიქრია და მეორე სეტის მეოთხე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, რომელთაგანაც პირველივე შანსი გამოიყენა - 3:1. ვერდასკომ შეძლო მეშვიდე გეიმში საპასუხო ბრეიკის გაკეთება, მაგრამ შემდეგ მეორედ დათმო საკუთარი გეიმი და 3:6 დამარცხდა.

გადამწყვეტი პარტიის დასაწყისი ნადალისა იყო. მარტივ სიტუაციაში ვერდასკოს ორი შეცდომის შემდეგ პირველი ბრეიკი სწორედ რაფაელმა გააკეთა. ნადალი დაწინაურდა 2:1 და შემდეგ განავრცო თავისი უპირატესობა.

ფერნანდომ კონცენტრაცია დაკარგა და "მშრალი" ანგარიშით წააგო საკუთარი მოწოდება. ნადალი კომფორტული უპირატესობით იგებდა (4:1) და მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა.

შემდეგ მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და 5:2-ზე მსოფლიოს მეორე ნომერმა მატჩზე ორჯერ ჩაწოდების საშუალება მიიღო. და აქ, ვერდასკომ პატარა სასწაული მოახდინა - ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, მათ შორის, ორი მეტოქის და ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი მე-12 გეიმში გადაწყდა, რომელშიც ნადალმა სამი ეისი ჩააწოდა, მაგრამ მაინც მოახერხა საკუთარი გეიმისა და მასთან ერთად, მატჩის წაგება - 5:7.

სამი საათისა და ცხრა წუთის განმავლობაში ვერდასკომ 31 "ვინერსი" და 44 უნებლიე შეცდომა დააფიქსირა. ნადალის ანალოგიური მაჩვენებლები იყო - 19 და 38. ფერნანდომ ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაფაელმა - ორი.

ვერდასკო გახდა მხოლოდ მეშვიდე ჩოგბურთელი ბოლო რვა წლის განმავლობაში, ვინც ნადალი გრუნტზე დაამარცხა. რაფასთვის ეს იყო პირველი წაგება ამ საფარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მეოთხედფინალში ვერდასკო ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება, რომელმაც მოულოდნელად ძალიან იოლად გაანადგურა ფრანგი გაელ მონფილსი - 6:1, 6:1.

"არ შემეძლო კორტზე ნორმალურად გადაადგილება. ბურთსაც ისე ვერ ვურტყამდი, როგორც მსურდა. ასე რომ, სამართლიანად წავაგე. მესამე სეტში 5:2-ს ვიგებდი და შემეძლო თამაში ჩემს სასარგებლოდ დამესრულებინა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა.

ფერნანდომ ჩემზე უკეთ ითამაშა და დაიმსახურა მოგება", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ნადალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა